მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ალბანეთმა EU-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო

sss

ალბანეთმა ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო.

დღევანდელი კონფერენცია ევროკავშირსა და ალბანეთს შორის მოლაპარაკებების რიგით მეორე ოფიციალური ღონისძიებაა მას შემდეგ, რაც 2014 წელს ალბანეთი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სახელმწიფო გახდა.

ევროკავშირმა მოლაპარაკებების გახსნის პარალელურად უნდა დაადასტუროს, რომ ქვეყანა ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების ევროპულ პრინციპებს აკმაყოფილებს.

აღნიშნული საკითხების შესახებ მოლაპარაკებები გაწევრიანების პროცესის დასკვნით ეტაპამდე გაგრძელდება და ის საბოლოო შედეგის განმსაზღვრელი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები