მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ალბანეთში სახელმწიფო შესყიდვების მინისტრად ხელოვნური ინტელექტი დაინიშნა

ხელოვნური ინტელექტი

ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა, ედი რამამ “სოციალისტური პარტიის” ყრილობაზე ხელოვნური ინტელექტით მართული ვირტუალური ასისტენტი, სახელად დიელა სახელმწიფო შესყიდვების მინისტრად წარადგინა.

პრემიერის განცხადებით, ახალი “მინისტრის” მთავარი მოვალეობა სახელმწიფო შესყიდვების გადახედვა და დამტკიცება და ქვეყანაში კორუფციის აღმოფხვრა იქნება. დიელა ქვეყნის ელექტრონულ სამთავრობო პლატფორმა e-Albania-სთან პირდაპირ იქნება დაერთებული.

ახალი “მინისტრი” წარდგენილ დოკუმენტებს შეაფასებს და თავად გადაწყვეტს, უნდა დამტკიცდეს თუ არა პროექტი. ამიერიდან, სახელმწიფო ტენდერები სწორედ მის ხელთ იქნება. პრემიერ-მინისტრი პირობას დებს, რომ ახალი “მინისტრი” ქვეყანაში ნამდვილ გამჭვირვალობას შემოიტანს, რადგან მას ვერავინ მოისყიდის და, შესაბამისად, საქმესაც სახელმწიფო ინტერესებით გააკეთებს.

აღსანიშნავია, რომ ამ ნაბიჯით ედი რამას მთავრობა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაჩქარებას ცდილობს. როგორც ცნობილია, კორუფცია ის საკითხია, რომლის აღმოფხვრის კუთხითაც ევროგაერთიანებას გაწევრიანების მსურველ ალბანეთთან მუდმივად აქვს კითხვები. ანალიტიკოსების ნაწილი თვლის, რომ ხელოვნური ინტელექტისთვის მსგავსი საკითხის მინდობა სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან მას ვერ მოისყიდის ვერავინ, თუმცა სკეპტიკოსები შიშობენ, რომ კორუფციის მსურველები მაინც მოახერხებენ სისტემის მოტყუებას, რადგან მათ წინააღმდეგ შემოტანილმა ვერცერთმა სიღრმისეულმა რეფორმამ შედეგი ვერ გამოიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები