მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"AI-ბუშტი გასკდომასთან ახლოსაა" – რეი დალიო

რაი დალიო

მილიარდერი ინვესტორი რეი დალიო აცხადებს, რომ ხელოვნური ინტელექტის ბაზარზე არსებული სპეკულაციური ბუშტი შესაძლოა საკმაოდ მალე გასკდეს.

სინგაპურში კონფერენციაზე გამოსვლისას, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ჰეჯ-ფონდის, Bridgewater Associates-ის დამფუძნებელმა აღნიშნა, რომ სექტორი უკვე უახლოვდება იმ ზღვარს, საიდანაც პროცესების უკონტროლო უკუქცევა და მკვეთრი ვარდნა იწყება.

ცნობილი ინვესტორის შეფასებით, "კლასიკური ბუშტის" გასკდომის მთავარი კატალიზატორი გაზრდილი საპროცენტო განაკვეთები და ის კოლოსალური ვალები იქნება, რომლებსაც ტექნოლოგიური კომპანიები AI ინფრასტრუქტურის მშენებლობის დასაფინანსებლად იღებენ.

საყურადღებოა, რომ AI ინდუსტრიის რისკებზე მილიარდერმა ინვესტორმა მიმდინარე წლის ივნისშიც ისაუბრა. მაშინ მან განაცხადა, რომ ყველა მასშტაბურ ტექნოლოგიურ რევოლუციას თან ახლავს ბუშტის ფორმირება, სადაც კომპანიები ბაზრის წილის მოსაპოვებლად ჭარბ კაპიტალს აბანდებენ, რაც იწვევს ზედმეტი ვალების დაგროვებას, გადახარჯვას და საბოლოოდ არამოგებიანი კომპანიების გაკოტრებას.

მართალია, დალიო AI-ბუშტის არსებობას ადასტურებს, თუმცა ის ზუსტად ვერ ამბობს, თუ როდის შეიძლება დაიწყოს მკვეთრი ვარდნა, რადგან როგორც თავად ის ამბობს, საბაზრო მოვლენების ზუსტად წინასწარმეტყველება შეუძლებელია, ამიტომ ინვესტორები ცუდი სცენარისთვის ყოველთვის მზად უნდა იყვნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები