იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის თქმით, საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნება” შთამბეჭდავ გამარჯვებას გეგმავს, ხოლო ოპოზიციის მაქსიმუმი საარჩევნო ბარიერის გადალახვაა. მისივე თქმით, ოპოზიციას არავითარი შანსი არ აქვს.
„ქართული ოცნება“ არჩევნებზე გეგმავს შთამბეჭდავ გამარჯვებას. რა შანსი აქვს ოპოზიციას, ეს, რა თქმა უნდა, ამომრჩევლის გადასაწყვეტია, თუმცა მათი ქმედებებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ მათი შანსი არის მინიმალური. მათი მაქსიმუმი არის საარჩევნო ბარიერის გადალახვა, ისიც ვფიქრობ, რომ ძალიან გაუჭირდებათ“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.
გარდა ამისა, იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ წინა ხელისუფლების მმართველობისგან განსხვავებით, ახლა, საჯარო მოსამსახურეები არიან სრულიად თავისუფალი, თავიანთ გადაწყვეტილებებში.
"ალბათ, ვერ მოვა ვერცერთი საჯარო მოსამსახურე და ვერ იტყვის იმას, რომ მას აძალებენ რომელიმე პოლიტიკური პარტიისთვის ხმის მიცემას, მხარდაჭერას და ა.შ.", - განაცხადა რატი ბრეგაძემ.