მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ალდაგმა ქართული ლუდის კომპანიას 320,000 ლარი აუნაზღაურა

6433fad657816
BM.GE
10.04.23 16:02
3454
სადაზღვევო კომპანია ალდაგმა ქართული ლუდის კომპანიას სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანი 320 ათას ლარი სრულად აუნაზღაურა.

ლუდსახარში ზედაზენის საწარმო, საგურამოში გასული წლის ზაფხულში ძლიერი ნალექის შედეგად ნაწილობრივ დაიტბორა. დაზიანდა საწარმოს, როგორც შიდა ისე გარე ტერიტორია.

ქართული ლუდის კომპანია ბიზნესთან დაკავშირებული რისკების სრული დაზღვევით სარგებლობდა, რის საფუძველზეც საწარმომ, ალდაგის მხარდაჭერით, სრულფასოვნად შეძლო ზიანის აღდგენა.

„ქართული ლუდის კომპანიამ“ ალდაგთან თანამშრომლობა გასულ წელს დაიწყო. მოხარული ვართ, რომ ჩვენს პარტნიორ კომპანიას ვეხმარებით ზიანის შემცირებაში და ხელს ვუწყობთ, რომ დანაკარგების გარეშე გააგრძელოს ოპერირება და ბაზრის ქართული პროდუქციით დაკმაყოფილება. ამ მასშტაბის ზიანის აცილება, გვჯერა, რომ მხოლოდ დაზღვევით არის შესაძლებელი და გვიხარია, რომ ქართულ კომპანიებს შორის რისკების დაზღვევა სულ უფრო გავრცელებული პრაქტიკა ხდება,“- განაცხადა ალდაგის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბარათაშვილმა.

„საწარმოს ოპერირებისას მნიშვნელოვანია სწორი და საიმედო სადაზღვევო პარტნიორს ყოლა, ზარალის დადგომისას, განსაკუთრებით სტიქიური მოვლენის წინაშე, ყველა უძლურია. სწორედ ქართული ლუდის კომპანიას და სადაზღვევო კომპანია ალდაგის თანამშრომლობის შედეგად შევძელით, რომ მოკლე დროში აღგვედგინა საწარმოს სრულფასოვანი ციკლი და ჩვენი ბიზნესისთვის აქტიურ სეზონზე მომხმარებლისათვის შეუფერხებელი მიგვეწოდებინა საწარმოში დამზადებული პროდუქცია“, - ამბობს სს. ქართული ლუდის კომპანიის დირექტორი, კახაბერ კოტრიკაძე.

(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები