სადაზღვევო კომპანია ალდაგსა და „უძრავი ქონების ეროვნულ ასოციაციას“ შორის თანამშრომლობა გრძელდება და მისი მიზანი ქონების დაზღვევის პროდუქტებზე ცნობადობის ამაღლება და ორმხრივად სასარგებლო შეთავაზებების შემუშავებაა.
თანამშრომლობის ფარგლებში, მიმდინარეობს საქმიანი შეხვედრები ალდაგსა და ასოციაციის წევრებს შორის, რომელშიც 50-მდე კომპანიაა გაერთიანებული. აღნიშნული შეხვედრები, უძრავი ქონების აგენტებს შესაძლებლობას აძლევს გაეცნონ უშუალოდ ქონების დაზღვევის თანამედროვე სტანდარტებს, სიახლეებსა და პროდუქტების ფართო სპექტრს, რაც სამომავლოდ მომხმარებლისთვის უკეთესი პირობების შეთავაზებაში დაეხმარებათ.
„ჩვენი კომპანია ყოველთვის მზად არის მხარი დაუჭიროს ინიციატივებს, რომლებიც მომხმარებელს დაეხმარება ქონებასთან დაკავშირებული რისკების უკეთ მართვაში. პარტნიორობის ფარგლებში, ვეცდებით, უძრავი ქონების აგენტებს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება და გვჯერა, რომ ჩვენი კოლაბორაცია ორმხრივად სასარგებლო იქნება", - აცხადებენ ალდაგში;
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ ალდაგის მხარდაჭერით, უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით უძრავი ქონების ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ორდღიანი მასტერკლასი, "უძრავი ქონების მოლაპარაკების ექსპერტი" (RENE | Real Estate Negotiation Expert), გაიმართა.
ალდაგში ქონების დაზღვევა გამორჩეულია იმით, რომ ანაზღაურების მაქსიმალური ლიმიტი არ გააჩნია და სახლის სრულად დაზიანების შემთხვევაში, მომხმარებელი, სახლის საბაზრო ღირებულების შესაბამისი თანხის ანაზღაურებას მიიღებს. ალდაგი ბაზარზე მზარდ მოთხოვნას სრულად აკმაყოფილებს და მომხმარებელს იჯარით გაცემულ უძრავი ქონების დაზღვევაზე უნიკალურ და საჭირო პროდუქტებს სთავაზობს.
NS