მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ალეკო ელისაშვილი „ლელოს“, ანა დოლიძისა და „თავისუფლების მოედნის“ გაერთიანებას შეუერთდა

სს
23.07.24 22:20
596

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი „ლელოს“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების, „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ და პოლიტიკური მოძრაობის, „თავისუფლების მოედნის“ გაერთიანებას შეუერთდა.

მამუკა ხაზარაძემ ალეკო ელისაშვილთან ერთად გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

სამმა პოლიტიკურმა პარტიამ – „ლელო“, „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ და „თავისუფლების მოედანი“ – გაერთიანების შესახებ 17 ივლისს განაცხადა და პრეზენტაცია გამართა.

შეგახსენებთ: რამდენიმე პოლიტიკური პარტია წლევანდელი არჩევნებისთვის უკვე გაერთიანდა. როგორც ცნობილია, "ნაციონალური მოძრაობა" "სტრატეგია აღმაშენებელთან" ერთად გავა მიმდინარე წლის არჩევნებზე. ასევე, საარჩევნოდ ერთიანდებიან "ახალი", გირჩი-მეტი თავისუფლება და "დროა" .

"ერთიანობა" - ვინ არიან ახალი პოლიტიკური პლატფორმის წევრები

"ახალი", გირჩი - მეტი თავისუფლება და "დროა" საარჩევნოდ ერთიანდებიან - "ლელოსთან შეთანხმება ვერ მოხერხდა"

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები