მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ალექს პერეირამ UFC-თან კონტრაქტი გაახანგრძლივა

ალექს პერეირა UFC

talkSPORT-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ორი წონის 38 წლის ბრაზილიელმა ჩემპიონმა UFC-სთან ახალი რვაბრძოლიანი კონტრაქტი გააფორმა.

კონტრაქტის მიხედვით ის $6 მილიონს მიიღებს და ორგანიზაციის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მებრძოლი გახდება, ეს ცნობა თავად მებრძოლმაც დაადასტურა და სიხარულით აღნიშნა, რომ როგორც დენა უაითთან, ასევე ჰანტერ კემპბელთან მშვენიერი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა.

შეგახსენებთ, რომ ახალი კონტრაქტის ფარგლებში პირველ ბრძოლას ალექს პერეირა 14 ივნისს, თეთრი სახლის ღონისძიებაზე ჩაატარებს და სირილ განის დამარცხების შემთხვევაში, მძიმე წონითი დივიზიონის დროებითი ჩემპიონი გახდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები