მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ალექსანდრ ჩეფერინი UEFA-ს პრეზიდენტის პოსტს 2027 წელს დატოვებს

ჩეფერინი პრეზიდენტი

UEFA-ს პრეზიდენტი ალექსანდრ ჩეფერინი ორგანიზაციის 2027 წლის არჩევნებში ახალი ვადით მონაწილეობას აღარ მიიღებს. პარიზში ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ კონგრესი ჩაატარა, სადაც ჩეფერინმა განაცხადა, რომ ის საკუთარ კანდიდატურას აღარ წარადგენს.

“გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ნახევარი წლის წინ მივიღე. ორგანიზაციას ახალი მმართველი და ახალი კონტინგენტი ესაჭიროება. კიდევ ერთი მიზეზი ის არის, რომ 7 წლის განმავლობაში ოჯახისგან მოშორებით ვიმყოფებოდი. ამ დროის განმავლობაში ჩემს გადაწყვეტილებას განზრახ არ ვამჟღავნებდი, რადგან მსურდა ზოგიერთის რეალური სახე დამენახა და დავინახე კიდეც” - განაცხადა ალექსანდრ ჩეფერინმა.

შეგახსენებთ, რომ სლოვენიელი ალექსანდრ ჩეფერინი UEFA-ს პრეზიდენტი 2016 წელს გახდა, როდესაც პოსტზე მიშელ პლატინი ჩაანაცვლა. 2019 და 2023 წლებში ის პოსტზე ხელახლა აირჩიეს, თუმცა ცვლილებების შეტანის შემდეგ 2017 წლის ივლისამდე ნებისმიერი ვადა გათვალისწინებული არ იქნებოდა, რაც სლოვენიელს საკუთარი კანდიდატურის კიდევ ერთხელ წამოყენებასა და 2031 წლამდე პრეზიდენტობის შესაძლებლობას აძლევდა, თუმცა როგორც ჩანს ჩეფერინი მის გამოყენებას არ აპირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები