მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ალექსანდრე ძნელაძე: საკრედიტო-საგარანტიო სქემით ბანკებმა 100 მლნ ლარამდე სესხი გასცეს

5fb28a941cb2e
ლიკა გურაბანიძე
16.11.20 21:00
721

“საკრედიტო–საგარანტიო სქემის ფარგლებში, ბანკების მხრიდან დაახლოებით 100 მლნ ლარამდე უკვე გაცემულია,” - ამის შესახებ საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ “საქმიან დილაში” საუბრისას განაცხადა.

როგორც ძნელაძემ აღნიშნა, დღეის მდგომარეობით დაახლოებით 80-მდე პროექტია დაფინანსებულია.

“როდესაც მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობდა და ჩვენ "აწარმოე საქართველოსთან" და ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად ვმუშაობდით, მოლოდინი გვქონდა, რომ 100 მლნ-იანი ბიუჯეტი ძირითადად რესტრუქტურიზაციებზე გაიხარჯებოდა, ასე არ მოხდა და ამ 100 მლნ ლარიდან ძირითადი თანხა – 80%-ზე მეტი ახალ სესხებზე გაცემული გარანტიებია. ეს სასიხარულოა იმ კუთხით, რომ ესე იგი უფრო მეტი ახალი პროექტი იყო წამოწყებული.

დღეის მდგომარეობით დაახლოებით 80-მდე პროექტია, რომელიც დაფინანსებულია, თუმცა აღნიშნული პროექტები დამუშავების რეჟიმშია. პროექტების დამუშავება ვადებთან არის დაკავშირებული და გარკვეული წინაპირობებია დასაკმაყოფილებელი. წლის ბოლომდე ამ თვალსაზრისით კიდევ უფრო მეტი სესხის გაცემას ველოდებით. ასევე ჩვენ სააგენტოსთვის “აწარმოე საქართველოში” რეკომენდაციები მიწოდებული გვაქვს, თუ რა კუთხით შეიძლება განვითარდეს ესა თუ ის პროექტი", - აღნიშნა ძნელაძემ.

რაც შეეხება ლარის კურსის ბოლოდროინდელ მერყეობას, საუბრისას ძნელაძემ აღნიშნა, რომ სებ-ი ბაზარზე შექმნილ ვითარებას აკონტროლებს.

“ეროვნული ბანკი მზად არის, რეზერვების და რეაგირების კუთხითაც, რომ კურსის ცვალებადობა ინფლაციაში არ აისახოს. დღეს ეროვნული ბანკი მოკლევადიანი მერყეობების უკან დგას, რათა ეს მერყეობები არ მოხდეს. შესაბამისი რეზერვები და სახელმწიფოს მხრიდან საკმარისი გარანტიები გვაქვს, რომ კურსის ცვალებადობა საქართველოს ეკონომიკას მეტ ტვირთად არ დააწვეს", - განაცხადა ძნელაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები