მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ალექსანდრე თოფურია UFC-ში იასპარეზებს

ალექსანდრე თოფურია

პირველი ქართველი UFC-ის ჩემპიონის, ილია თოფურიას ძმა, ალექსანდრე თოფურია UFC-ის წევრი გახდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ალექსანდრეს დებიუტი ორგანიზაციაში მომავალი თვის ბოლომდე უნდა შედგეს.

კონტრაქტზე მოლაპარაკება 2023 წელსაც მიმდინარეობდა და უკვე შემოდგომაზე თითქმის გადაწყვეტილი იყო ალექსანდრეს მსოფლიო საუკეთესო საბრძოლო ორგანიზაციაში მონაწილეობის საკითხი.

ალექსანდრე სუპერმსუბუქ, 61კგ-მდე წონაში იასპარეზებს, სადაც კიდევ ერთი ქართველი მერაბ დვალიშვილიც ასპარეზობს. ილიას მსგავსად ალექსანდრეს საბრძოლო ბაზაც ბერძნულ-რომაულ ჭიდაობას ეყრდნობა და მისი ძლიერი მხარე პარტერში მუშაობაა.

უფროსი თოფურიას ანგარიშზე სულ ჩატარებული 6 ბრძოლაა, საიდანაც მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. 5 გამარჯვებიდან ალექსანდრემ 3 ნოკაუტით დაასრულა, ხოლო ორი მტკივნეული ილეთით. უკანასკნელად მან გასული წლის მაისში ტურნირ ‘’WOW 9-ში’’ იბრძოლა და პირველივე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვა.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე თოფურია UFC-ში მეექვსე ქართველი მებრძოლი იქნება მერაბ დვალიშვილის, გიგა ჭიკაძეს, რომან დოლიძეს, გურამ ქუთათელაძისა და ილია თოფურიას შემდეგ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები