მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ალექსეი არესტოვიჩი ზელენსკის მრჩევლის თანამდებობას ტოვებს

63c671ca15507
ვიქტორია მღებრიშვილი
17.01.23 14:07
553
ზელენსკის ოფისის შტატგარეშე მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. ინფორმაციას უკრაინული მედია თავად არესტოვიჩის მიერ სოციალურ ქსელში გარვცელებული ვიდეომიმართვის საფუძველზე ავრცელებს.

Unian-ი წერს, რომ ალექსეი არესტოვიჩი 2022 წლის 17 იანვარსაც ამტკიცებდა, რომ თანამდებობას ტოვებდა.

ალექსეი არესტოვიჩმა სოციალური ქსელის საშუალებით უკრაინის პრეზიდენტის ოფისის შტატგარეშე მრჩევლის პოზიციიდან გადადგომის შესახებ განცხადებას ავრცელებს:

„ვწერ განცხადებას თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. მინდა ცივილიზებული ქმედების მაგალითი განახოთ. პრინციპული შეცდომა, ნიშნავს გადადგომას.

გასულ წელს როდესაც გადადგომა გადავწყვიტე, 1.5 თვეში ომი დაიწყო. დაინახავთ, რომ ამჯერად გადავდგები“, - აცხადებს არესტოვიჩი.

ცნობისთვის, 14 იანვარს პრეზიდენტის ოფისის შტატგარეშე მრჩეველმა რუს მარკ ფეიგინთან საუბრისას განაცხადა, რომ დნეპრში რუსული რაკეტის მრავალსართულიანი საცხოვრებელ ბინაზე მოხვედრა თითქოს უკრაინის საჰაერო თავდაცის მუშაობის შედეგი იყო. ეს განცხადება კრემლის პროპაგანდისტებმა მაშინვე იმგვარად გაავრცელეს, თითქოს ეს მათი „სიმართლის“ დამადასტურებელი განცხადება იყო, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივ სიკვდილში დამნაშავე თავად უკრაინა იყო. შედეგად არესტოვიჩმა დააზუსტა, რომ მისი განცხადება მხოლოდ ვარაუდი იყო, მაშინ როდესაც დნეპრში მომხდარი ტრაგედია ყველა შემთხვევაში რუსეთის შეიარაღებული თავდასხმის შედეგი იყო. არესტოვიჩის სიტყვების უარყოფა ურაინის საჰაერო ძალებს მოუწიათ. უწყებამ განმარტა, რომ რუსული რაკეტა საჰაერო თავდაცვას არ ჩამოუგდია, ვინაიდან მათ რესურსი არ გააჩნდათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები