მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IMF-მა და უკრაინამ $900 მილიონის დახმარებაზე შეთანხმებას მიაღწიეს

უკრაინა

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა და უკრაინის მთავრობამ 900 მილიონი დოლარის დახმარების პაკეტის გამოყოფასთან დაკავშირებით საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს. ზემოხსენებული თანხა $15.6-მილიარდიანი პროგრამის ნაწილია, რომელიც რამდენიმე წელიწადზეა გადანაწილებული და ის უკრაინის აღდგენას ისახავს მიზნად.

აღმასრულებელი საბჭოს მხრიდან შეთანხმების დადასტურების შემდეგ, უკრაინას ექნება იმის საშუალება, რომ $900-მილიონიანი ტრანში მიიღოს და თანხა მიზნობრივად დახარჯოს.

IMF-ის პროგნოზით, მომდევნო წლების განმავლობაში უკრაინის ეკონომიკური ვითარება დასტაბილურდება და ის ზრდის ტენდენციაზე გადაერთვება. მაგალითად, მიმდინარე წელს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 4.5%-იანი ზრდაა პროგნოზირებული; 2024 წლისთვის კი ანალიტიკოსები მოელიან, რომ უკრაინის ეკონომიკა მინიმუმ 4%-ით გაიზრდება.