მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ ქვეყანას რამდენი მილიარდის ვალი აქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდის წინაშე?

კრისტალინა გეორგიევა IMF

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას (IMF) მსოფლიოში ფინანსური სტაბილურობისა და მდგრადი ეკონომიკური რეფორმების ხელშეწყობა წარმოადგენს. ფონდი ქვეყნებს ფინანსურ რესურსებსა და ექსპერტულ ცოდნას ეკონომიკური მმართველობის გაუმჯობესებისა და ბიუჯეტის დაბალანსების მიმართულებით აწვდის. 2023 წლის სექტემბრის მდგომარეობით, ფონდის მთლიანი საკრედიტო პორტფელი 114.7 მილიარდი SDR-ია, რაც $151 მილიარდის ტოლია. 

ქვეყნებს შორის ყველაზე დიდი საკრედიტო პორტფელი აქვს არგენტინას, რაც 33 მილიარდ SDR-ს ანუ 43.6 მილიარდ დოლარს შეადგენს. არგენტინის და IMF-ის ურთიერთობა მრავალწლიანია და ის არაერთ კრიზისს, დეფოლტსა და ჰიპერინფლაციას ითვლის, რომელთა მიუხედავადაც ფონდი მაინც აგრძელებს გამუდმებულ კრიზისში მყოფი არგენტინისთვის მაშველი რგოლის ფუნქციის შესრულებას. მეორე ადგილზეა ეგვიპტე 12.6 მილიარდი SDR-ის, ანუ 16.6 მილიარდი დოლარის საკრედიტო პორტფელით, მესამეზე კი უკრაინა 8.7 მილიარდი SDR-ის, ანუ 11.5 მილიარდის პორტფელით. 

საქართველოს ვალი 459 მილიონ SDR-ს, ანუ 606 მილიონ დოლარს შეადგენს. ამჟამად საქართველოში მიმდინარე IMF-ის პროგრამა შეჩერებულია. წინა პროგრამებისგან განსხვავებით, არსებული პროგრამა ე.წ. stand-by arragement-ს წარმოადგენს და მის ფარგლებში ქვეყნისთვის 210 მილიონი SDR ანუ 280 მილიონი დოლარი იქნება ხელმისაწვდომი, რომელსაც საქართველო მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში აითვისებს. შესაბამისად, არსებული პროგრამა საქართველოსთვის უფრო მეტად ეკონომიკური რეფორმების ხელშემწყობ ფუნქციას ატარებს. პროგრამის შეჩერება ხელისუფლების მიერ სებ-ის შესახებ ორგანულ კანონში ფონდთან შეუთანხმებელი ცვლილებების მიღებამ განაპირობა. საქართველოსა და IMF-ს შორის ურთიერთობა კი კიდევ უფრო მეტად დაძაბა სებ-ის საგამონაკლისო ბრძანებამ სანქციების აღსრულების თაობაზე, რასთან დაკავშირებითაც ფონდმა შეშფოთება უკვე გამოთქვა. 

ქვეყნები IMF-ის ვალის ზომის მიხედვით:

  • არგენტინა - 43,659,000,000 დოლარი;
  • ეგვიპტე - 16,589,859,009 დოლარი;
  • უკრაინა - 11,553,940,208 დოლარი;
  • პაკისტანი - 8,003,352,502 დოლარი;
  • ეკვადორი - 7,918,014,501 დოლარი;
  • კოლუმბია - 4,950,000,000 დოლარი;
  • ანგოლა - 4,163,038,000 დოლარი;
  • სამხრეთ აფრიკა - 4,027,584,000 დოლარი;
  • ნიგერია - 2,834,947,500 დოლარი;
  • კენია - 2,717,856,372 დოლარი;
  • კოტ’დ იუვარი - 2,376,135,458 დოლარი;
  • განა - 2,210,031,120 დოლარი;
  • მაროკო - 1,979,736,000 დოლარი;
  • იორდანია - 1,906,011,030 დოლარი;
  • ტუნისი - 1,796,470,109 დოლარი;
  • კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა - 1,708,740,000 დოლარი;
  • კოსტა-რიკა - 1,576,647,600 დოლარი;
  • კამერუნი - 1,377,129,600 დოლარი;
  • სენეგალი - 1,373,953,350 დოლარი;
  • სუდანი - 1,308,847,320 დოლარი;
  • შრი-ლანკა - 1,296,622,813 დოლარი;
  • ბანგლადეში - 1,267,276,758 დოლარი;
  • სერბეთი, რესპუბლიკა - 1,253,287,200 დოლარი;
  • უგანდა - 1,191,300,000 დოლარი;
  • გაბონი - 943,978,200 დოლარი;
  • მადაგასკარი - 870,283,128 დოლარი;
  • იამაიკა - 848,824,955 დოლარი;
  • ტანზანია - 827,019,600 დოლარი;
  • ბენინი - 760,319,868 დოლარი;
  • მოლდოვა, რესპუბლიკა - 719,274,605 დოლარი;
  • ჩადი - 716,445,840 დოლარი;
  • მიანმარი - 682,176,000 დოლარი;
  • ჰონდურასი - 648,494,715 დოლარი;
  • ეთიოპია - 642,790,500 დოლარი;
  • მოზამბიკი - 634,796,796 დოლარი;
  • საქართველო - 605,880,000 დოლარი;
  • დომინიკის რესპუბლიკა - 551,397,000 დოლარი;
  • მალი - 499,273,632 დოლარი;
  • ავღანეთი, ისლამური რესპუბლიკა - 495,918,720 დოლარი;
  • ნიგერი - 487,664,100 დოლარი;
  • ბარბადოსი - 477,323,001 დოლარი;
  • სიერა ლეონე - 470,294,616 დოლარი;
  • პანამა - 435,204,000 დოლარი;
  • პაპუა ახალი გვინეა - 434,293,200 დოლარი;
  • გვინეა - 433,659,600 დოლარი;
  • სომხეთი, რესპუბლიკა - 421,444,892 დოლარი;
  • მალავი - 417,966,120 დოლარი;
  • ბოსნია და ჰერცოგოვინა - 410,936,625 დოლარი;
  • ბურკინა-ფასო - 400,303,860 დოლარი;
  • ნეპალი - 381,295,200 დოლარი;
  • სომალი - 376,767,310 დოლარი;
  • რუანდა - 369,871,682 დოლარი;
  • ზამბია - 369,283,200 დოლარი;
  • კონგოს რესპუბლიკა - 342,144,000 დოლარი;
  • უზბეკეთი - 333,506,250 დოლარი;
  • ელ სალვადორი - 331,716,000 დოლარი;
  • მავრიტანია - 325,094,880 დოლარი;
  • სამხრეთ სუდანი - 324,720,000 დოლარი;
  • ტოგო - 316,930,680 დოლარი;
  • ალბანეთი - 313,195,312 დოლარი;
  • ჩრდილოეთ მაკედონია - 273,164,100 დოლარი;
  • ყირგიზეთის რესპუბლიკა - 268,897,992 დოლარი;
  • ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა - 265,813,020 დოლარი;
  • ნამიბია - 252,252,000 დოლარი;
  • ჰაიტი - 249,381,990 დოლარი;
  • მონღოლეთი - 247,058,775 დოლარი;
  • ლიბერია - 236,454,504 დოლარი;
  • ბაჰამის კუნძულები, - 210,672,000 დოლარი;
  • სურინამი - 208,032,000 დოლარი;
  • ტაჯიკეთი, რესპუბლიკა - 183,744,000 დოლარი;
  • ნიკარაგუა - 171,600,000 დოლარი;
  • ბურუნდი - 136,752,000 დოლარი;
  • გამბია, - 130,072,800 დოლარი;
  • სეიშელის კუნძულები - 121,868,340 დოლარი;
  • სვაზილენდი, სამეფო - 103,620,000 დოლარი;
  • ეკვატორული გვინეა - 101,028,840 დოლარი;
  • მონტენეგრო, რესპუბლიკა - 69,877,500 დოლარი;
  • კაბო-ვერდე - 66,950,400 დოლარი;
  • კოსოვო - 47,701,500 დოლარი;
  • გვინეა-ბისაუ - 46,554,288 დოლარი;
  • ლესოთო - 46,068,000 დოლარი;
  • ჯიბუტი - 41,976,000 დოლარი;
  • სან-ტომე და პრინციპი - 32,757,690 დოლარი;
  • გრენადა - 30,898,560 დოლარი;
  • სენტ ლუისია - 28,248,000 დოლარი;
  • მალდივები - 27,984,000 დოლარი;
  • სენტ ვინსენტი და გრენადინები - 26,779,434 დოლარი;
  • სოლომონის კუნძულები - 25,540,074 დოლარი;
  • კომორის კუნძულები - 23,510,685 დოლარი;
  • სამოა - 21,384,000 დოლარი;
  • ტონგა - 18,216,000 დოლარი;
  • დომინიკა - 17,628,600 დოლარი;
  • იემენი, რესპუბლიკა - 12,870,000 დოლარი;
  • ვანუატუ - 4,488,000 დოლარი.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმართ არსებული მრავალმილიარდიანი ვალი 2022 წლის ბოლოს სრულად დაფარა საბერძნეთმა, რომელიც წლების განმავლობაში ფონდის დაფინანსების ერთ-ერთი მთავარი ბენეფიციარი იყო. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები