საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ გაფართოებული დაკრედიტების პროგრამის მეორე მიმოხილვა დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც, უკრაინა მესამე ტრანშის, 900 მილიონის მიღებას შეძლებს, - ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
ამასთან, IMF მოუწოდებს სხვა ქვეყნებს და კრედიტორებს, თავისი დაპირებები შეასრულონ.
პროგრამის დამტკიცების შესახებ სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა კრისტალინა გეორგიევამ 11 დეკემებრს, ვაშინგტონში უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან ერთად გამოაცხადა.
„ბოლო კვირების განმავლობაში ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვიმუშავეთ უკრაინის ეკონომიკურ გუნდთან და დღეს დავასრულეთ ჩვენი პროგრამის მეორე მიმოხილვა“, - განაცხადა კრისტალინა გეორგიევამ.
სავალუტო ფონდმა 11 დეკემბერს ასევე განაცხადა, რომ უკრაინამ მომავალი წლის პირველ ნახევარში საგარეო კომერციული ვალის "ამბიციური" რესტრუქტურიზაცია უნდა განახორციელოს, რათა ქვეყნის ვალის მდგრადობის აღდგენას დაეხმაროს.