მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არგენტინა, უკრაინა, ეგვიპტე - რომელი ქვეყნები ლიდერობენ IMF-ის მიმართ ვალის ოდენობით და სად არის საქართველო

IMF

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) არის მსოფლიოს უმსხვილესი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც მთავრობებსა და ცენტრალურ ბანკებს ფინანსურ დახმარებას აწვდის. IMF-ი სესხებს გასცემს მის სპეციალურ ვალუტაში SDR-ში, რაც ამჟამად 1.33 დოლარს შეადგენს. 2024 წლის ივლისის მდგომარეობით, სავალუტო ფონდის მთლიანი საკრედიტო პორტფელი 114 მილიარდი SDR-ი, ანუ 151.5 მილიარდი დოლარია. ეს თანხა IMF-ის მიმართ 94 ქვეყანას მართებს.

პირველ ადგილზეა არგენტინა, რომლის მთელიანი ვალიც 41.9 მილიარდ დოლარს შეადგენს. არგენტინის და IMF-ის ურთიერთობა მრავალწლიანია და ის არაერთ კრიზისს, დეფოლტსა და ჰიპერინფლაციას ითვლის, რომელთა მიუხედავადაც ფონდი მაინც აგრძელებს გამუდმებულ კრიზისში მყოფი არგენტინისთვის მაშველი რგოლის ფუნქციის შესრულებას. საერთაშორისო სავალუტო ფონდი ერთ-ერთი უმსხვილესი დონორია უკრაინისთვის, რომელიც ომში მყოფ ქვეყანას ბიუჯეტის მხარდამჭერ კრედიტებს აწვდის. შედეგად, უკრაინამ ფონდის მევალეთა რეიტინგში მეორე ადგილზე გადაინაცვლა $13.9 მილიარდიანი პორტფელით. მესამე ადგილზეა ეგვიპტე, რომლის საკრედიტო პორტფელიც 10.3 მილიარდ SDR-ს, 13.7 მილიარდ დოლარს შეადგენს.

საქართველო ამ სიაში რიგით 36-ე ადგილზეა და ფონდის მიმართ მთლიანი ვალი 573 მილიონ დოლარს შეადგენს. 2023 წლის ივნისში IMF-მა შეაჩერა საქართველოში მიმდინარე $280-მილიონიანი პროგრამა, რაც საქართველოს მიერ ფონდთან მემორანდუმის სახით დადებული პირობების დარღვევას უკავშირდებოდა, რადგანაც პარლამენტმა ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებები შეიტანა, რაც ფონდთან არ იყო შეთანხმებული. საქართველოსა და IMF-ს შორის ურთიერთობა კი კიდევ უფრო მეტად დაძაბა 2023 წლის სექტემბერში საერთაშორისო სანქციების აღსრულების თაობაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას მიერ მიღებულმა საგამონაკლისო ბრძანებამ, რასთან დაკავშირებითაც IMF-მა შეშფოთება გამოთქვა.

IMF-ის მიმართ ქვეყნების ვალის მოცულობა:

# ქვეყანა ვალის მოცულობა 2024 წლის ივლისის მდგომარეობით
1 არგენტინა $41,934,582,629
2 უკრაინა $13,922,320,163
3 ეგვიპტე $13,660,202,753
4 ეკვადორი $8,597,203,443
5 პაკისტანი $8,336,468,913
6 ანგოლა $3,969,298,258
7 კოლუმბია $3,733,787,531
8 კენია $3,406,891,346
9 განა $3,068,995,456
10 კოტ დ'ივუარი $3,054,097,043
11 ბანგლადეში $2,858,439,710
12 კოსტა - რიკა $2,684,961,635
13 სამხრეთ აფრიკა $2,531,673,892
14 კონგო, დემოკრატიული რესპუბლიკა $2,122,782,671
15 ჟორდანია $2,049,264,672
16 შრი-ლანკა $1,794,144,556
17 ნიგერია $1,629,258,933
18 სენეგალი $1,553,673,797
19 კამერუნი $1,507,773,102
20 მაროკო $1,402,642,921
21 უგანდა $1,317,944,025
22 სუდანი $1,316,352,270
23 ტუნისი $1,297,864,801
24 სერბეთი, რესპუბლიკა $1,260,473,568
25 ტანზანია $1,132,774,715
26 ზამბია $1,132,389,720
27 ბენინი $922,248,507
28 მოლდოვა, რესპუბლიკა $915,142,482
29 მადაგასკარი $874,573,981
30 იამაიკა $844,716,622
31 გაბონი $758,735,497
32 მოზამბიკი $746,518,544
33 ჩადი $668,291,546
34 რუანდა $642,743,996
35 ბარბადოსი $592,427,627
36 საქართველოს $572,845,980
37 მიანმარი $543,149,924
38 პაპუა ახალი გვინეა $524,150,753
39 ჰონდურასი $521,020,935
40 ავღანეთი, ისლამური რესპუბლიკა $493,983,077
41 ეთიოპია $486,796,283
42 ნეპალი $472,475,134
43 გვინეა $470,524,404
44 მალი $461,791,656
45 ნიგერი $458,249,569
46 სიერა-ლეონე $440,860,541
47 კონგო, რესპუბლიკა $430,132,324
48 მალავი $426,174,841
49 ბურკინა-ფასო $415,502,514
50 სურინამი $385,526,009
51 მავრიტანია $365,617,785
52 Წასვლა $363,568,019
53 ჩრდილოეთ მაკედონია, რესპუბლიკა $363,209,575
54 სამხრეთ სუდანი $326,581,949
55 დომინიკის რესპუბლიკა $316,890,696
56 სომხეთი, რესპუბლიკა $295,910,262
57 ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა $290,231,122
58 ბოსნია და ჰერცოგოვინა $267,235,471
59 პანამა $250,113,981
60 უზბეკეთი, რესპუბლიკა $244,040,353
61 ჰაიტი $239,923,628
62 ნამიბია $221,986,115
63 ლიბერია $208,774,016
64 ალბანეთი $201,384,473
65 ელ სალვადორი $190,638,894
66 ტაჯიკეთი, რესპუბლიკა $184,797,591
67 ყირგიზეთის რესპუბლიკა $182,725,521
68 მონღოლეთი $177,689,358
69 გამბია $147,668,808
70 ნიკარაგუა $143,818,858
71 ბურუნდი $134,881,000
72 სეიშელის კუნძულები $132,776,140
73 ბაჰამის კუნძულები, $121,074,284
74 სომალი $105,541,728
75 ეკვატორული გვინეა $98,368,099
76 კაბო ვერდე $86,270,737
77 კოსოვო $78,817,766
78 ესვატინი $65,133,849
79 გვინეა-ბისაუ $58,100,256
80 ჯიბუტი $42,216,691
81 მონტენეგრო $40,158,959
82 სან-ტომე და პრინსიპი $32,054,350
83 წმინდა ლუსია $28,409,974
84 მალდივები $28,144,461
85 გრენადა $27,347,919
86 კომორის კუნძულები $26,989,243
87 წმინდა ვინსენტი და გრენადინები $26,657,517
88 სამოა $21,506,616
89 სოლომონის კუნძულები $18,603,988
90 ტონგა $18,320,451
91 დომინიკა $16,096,773
92 ლესოტო $15,479,453
93 იემენი, რესპუბლიკა $6,471,898
94 ვანუატუ $2,256,867

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები