მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Alibaba-ს EBITDA 84%-ით შემცირდა

Alibaba

ჩინური ტექნოლოგიური გიგანტის, Alibaba-ს შემოსავალმა გასულ კვარტალში 243.38 მილიარდი იუანი ($35.84 მლრდ.) შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3%-ით გაიზარდა, თუმცა პროგნოზირებულ 247.22 მილიარდ იუანს ჩამორჩა. Reuters-ის ცნობით, კომპანიის კორექტირებული EBITDA 84%-ით შემცირდა, წმინდა მოგება კი 99.7%-ით დაეცა. როგორც ირკვევა, ფინანსური მაჩვენებლების მკვეთრი კლება ხელოვნურ ინტელექტსა და სწრაფი მიწოდების სერვისებზე გაზრდილმა ხარჯებმა განაპირობა.

რაც შეეხება Alibaba-ს კონკრეტულ სექტორებს, Cloud Intelligence Group-ის შემოსავალი 38%-ით გაიზარდა და 41.63 მილიარდი იუანი ($6.13 მლრდ.) შეადგინა. რაც შეეხება ჩინეთის ელექტრონული კომერციის მიმართულებას, მან კომპანიას 122.22 მილიარდი იუანის ($18 მლრდ.) შემოსავალი მოუტანა. საყურადღებოა, რომ ამ მხრივ შედეგებმა ანალიტიკოსების მიერ წინასწარ განსაზღვრულ მოლოდინებს გადააჭარბა.

კვარტალური შედეგების გამოქვეყნების შემდეგ Alibaba-ს აქციების ფასი 1%-ით შემცირდა. ამჟამად მისი ერთი აქცია $80.20-ად იყიდება, კაპიტალიზაცია კი $192.45 მილიარდს შეადგენს.

ცნობისთვის, Alibaba ჩინური ტექნოლოგიური კონგლომერატია, რომელიც ელექტრონული კომერციის, ღრუბლოვანი სერვისებისა და ციფრული გადახდების მიმართულებით მუშაობს. ის ქვეყნის საცალო ვაჭრობის ონლაინ ბაზრის უდიდეს წილს აკონტროლებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები