მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Alice Q-ს ორგანიზებით ვორქშოპების პირველი მასშტაბური ფესტივალი ჩატარდა

გასულ უქმეებზე, საქართველოში, Alice Q-ს ორგანიზებით ვორქშოპების პირველი, მასშტაბური ფესტივალი ჩატარდა. გართობა, შემეცნება, და საკუთარ თავში, სრულიად ახალი შესაძლებლობების აღმოჩნენა - ეს იყო ღონისძიების მთავარი მიზანი. რომ შევაჯამოთ, 2 დღის განმავლობაში 700-მდე ინტერაქციულ ვორქშოპში ჩართვის შესაძლებლობა 5000-ზე მეტ ადამიანს ჰქონდა, როგორც ხელობის შესწავლის, ყოველდღიური რეკომენდაციებისა თუ პრაქტიკული რჩევების მიღების კუთხით. BMG-იც არ გამორჩა ამ მასშტაბურ ღონისძიებას და გარდა გაშუქებისა, ჩვენს გუნდს საკმაოდ საპასუხისმგებლო მოვალეობაც ერგო. ვორქშოპების ფესტივალზე, BMG-მ სამი გამორჩეული ვორქშოპის ავტორი სტარტაპი გამოავლინა. BMG-ის ჯილდო დადებითი გავლენისთვის - თბილისის სამედიცინო აკადემიამ მიიღო, ყველაზე მოთხოვნად ვორქშოპის ავტორად Wepick-ი დასახელდა, საუკეთესო ვორქშოპის შემოქმედის ტიტული საბავშვო შემოქმედებით მუსიკალურ სივრცე, SoulScope-ს ერგო.

სტუმრები: მაკა მაღლაკელიძე - “თბილისის სამედიცინო აკადემიის" ინსტიტუციური კულტურის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

სოფი ვილი - “სოულსკოპის” დამფუძნებელი;

ნათუკა გიორგობიანი - Weppick-ის დირექტორი;

#ქალებისნარატივი მარიამ იზორიასთან ერთად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები