აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ მისალოც განცხადებაში ქვეყნის სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. ზელენსკისთვის გაგზავნილ წერილში ორ ქვეყანას შორის ღრმა ისტორიულ კავშირებსა და მრავალწლიან მეგობრობაზე გაამახვილა ყურადღება და უკრაინისადმი პატივისცემა კიდევ ერთხელ გამოხატა.
ალიევმა აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის დღიდან დღემდე აზერბაიჯანი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს სრულად უჭერს მხარს. ამასთან, პრეზიდენტმა უკრაინელ კოლეგას აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერისთვის გადაუხადა მადლობა. ალიევი იმედოვნებს, რომ ენერგეტიკისა და ეკონომიკის სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
მიწერილ წერილში პრეზიდენტმა რამდენიმე კვირის წინ უკრაინისთვის გაგზავნილ ჰუმანიტარულ დახმარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მეგობარ უკრაინელ ხალხს მსგავსი სახის დახმარებას მომავალშიც აუცილებლად გაუწევს.




























