მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ალკოჰოლური სასმელების წარმოების იდნუსტრია უცხოელი ინვესტორებისთვისაც მიმზიდველია - ნინო აფციაური

6147025eed040
მარიამ იზორია
19.09.21 22:30
1022
„საქართველოში ალკოჰოლური სასმელების წარმოების იდნუსტრია უცხოელი ინვესტორებისთვისაც მიმზიდველია“ - ამის შესახებ „საქართველოს ბანკის“ ალკოჰოლისა და აგრარული სექტორის ხელმძღვანელმა გადაცემა „ქალების ნარატივში“ ისაუბრა. ნინო აფციაური ამბობს, რომ სხვა მიმართულებებთან შედარებით, ალკოჰოლური სასმელების ბიზნესი ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი სექტორია, თუმცა მისივე თქმით, ეს ერთადერთი მიზეზი ნამდვილად არ არის, რამაც შეიძლება უცხოელი ინვესტორი დააინტერესოს.

„გარდა მომგებიანობისა, ინვესტორისთვის ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი სახელმწიფოს მხარდაჭერაა, ეს მათ სტაბილურობის განცდას უქმნის. ამასთანავე, საქართველოში ალკოჰოლური სასმელების წარმოების განხრით მუშახელის მოძიება რთული არ არის, რადგან ჩვენს ქვეყანაში ალკოჰოლის, განსაკუთრებით კი ღვინის წარმოება ისტორიული კულტურაა და შესაბამისად, გამოცდილი კადრების დეფიციტი ნამდვილად არ გვაქვს“, - აცხადებს ნინო აფციაური.

„საქართველოს ბანკის“ ალკოჰოლისა და აგრარული სექტორის ხელმძღვანელი პანდემიის გავლენაზეც საუბრობს და როგორც თავად აღნიშნავს, ინდუსტრია პანდემიას ყველაზე კარგად გაუმკლავდა და კრიზისის მიმართ საკმაოდ მდგრადი აღმოჩნდა.

„იმის მიუხედავად, რომ საქართველოს ბაზარზე რესტორნებისა და სასტუმროების დაკეტვის გამო გარკვეული შეფერხებები გვქონდა, სექტორმა პანდემია კარგად გადაიტანა, ექსპორტის მიმართულება ფაქტობრივად იგივე მაჩვენებელზე გავიდა, რაც 2019 წელს, წარმოებებმა თანამშრომლების შენარჩუნება მოახერხეს, ეს კარგი პრაქტიკა იყო, რადგან ინვესტორებმა დაინახეს, რომ აქ რისკები ასეთი დიდი კრიზისის პერიოდშიც კი ნაკლებია“, - ამბობს აფციაური.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები