გამოცემა centralasia-ს თანახმად, ალმათის აეროპორტი მომიტინგეებმა დაიკავეს, ამ დროისთვის აეროპორტის პერსონალის ევაკუაცია მიმდინარეობს, გადაიდო ჩამომფრენი და გამფრენი რეისებიც. ქვეყანაში გათიშულია ინტერნეტი და გამორთულია სატელევიზიო არხების ნაწილიც.
პოლიციასა და პროტესტანტებს შორის შეტაკებებს მოყვა მსხვერპლიც, თუმცა გარდაცვლილთა ზუსტი რაოდენობა უცნობია.
ყაზახეთში მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე მთავრობა გადადგა, ქვეყნის არაერთ რეგიონში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გამოცხადდა. ქვეყნის პრეზიდენტის, ყასიმ-ჟომართ თოყაევის გადაწყვეტილებით, არსებული კრიზისის ფონზე, ნურსულთან ნაზარბაევი აღარ იქნება ქვეყნის უშიშროების ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე და ამ მოვალეობას მოქმედი პრეზიდენტი შეასრულებს.
გუშინდელი პროტესტის საპასუხიდ კი თოყაევმა პრემიერმინისტრის მოვალეობის დროებით შემსრულებლად ყოფილი ვიცეპრემიერი და ფინანსთა მინისტრი, ალიხან სმაილოვი დანიშნა.




























