მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Alphabet-ს მე-3 კვარტალში რეკორდული შემოსავალი ჰქონდა

Google
სტატიაში საუბარია:

ამერიკულმა კორპორაცია Alphabet-მა, რომლის შვილობილი კომპანიაც ტექ-გიგანტი Google-ია, მე-3 კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. არსებობის ისტორიაში პირველად, Alphabet Inc.-ის შემოსავლებმა 3-თვიან ჭრილში $100 მილიარდს გადააჭარბა და $102 მილიარდი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16%-იანი ზრდაა. აღსანიშნავია, რომ კორპორაციის წმინდა მოგებამ ეკონომისტების ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და $35 მილიარდი შეადგინა, რაც წლიურ ჭრილში 33%-იანი ზრდაა.

როგორც Alphabet Inc.-ში განმარტეს, ასეთი ზრდა, მნიშვნელოვანწილად, Google-ის საძიებო სისტემაში რეკლამების განთავსებიდან მიღებულმა შემოსავალმა განაპირობა და $74.2 მილიარდი შეადგინა, რაც 13%-იანი ზრდაა. 34%-იანი ზრდა დაფიქსირდა ქლაუდ მიმართულებით, სადაც კომპანიამ შემოსავლის სახით ბოლო 3 თვეში $15.2 მილიარდი მიიღო. “AI-ზე მორგებული სერვისები და Gemini-ს აპლიკაციის 650 მილიონი ყოველთვიური მომხმარებელი არის პასუხი კითხვაზე, თუ რატომ იზრდება ჩვენი შემოსავლები” - განუმარტეს ინვესტორებს შეხვედრაზე.

შედეგები გამოქვეყნების პარალელურად, Alphabet Inc.-ის წარმომადგენლებმა კაპიტალური ხარჯების გაწევის აუცილებლობაზეც ისაუბრეს და აღნიშნეს რომ წლის განმავლობაში $91-დან $93 მილიარდამდე უნდა დაიხარჯოს, საიდანაც უდიდესი ნაწილი AI ინფრასტრუქტურის, ასევე დატა ცენტრების შესაძლებლობების გაზრდას უნდა მოხმარდეს. იმის მიუხედავად, რომ Google-ის მონოპოლიასთან და შესაბამის სამართლებრივ რისკებთან დაკავშირებით შიშები არსებობს, კომპანიაში დარწმუნებულები არიან, რომ ეს სერიოზულ საფრთხეს ვერ შექმნის და Google-ი, როგორც საძიებო, ისე AI და ქლაუდ მიმართულებით პოზიციებს მომავალშიც მყარად შეინარჩუნებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები