მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Google-მა კიბერუსაფრთხოებაზე ორიენტირებული ახალი მოდელი Gemini 4 Carbon-ი წარადგინა

Gemini 4 Carbon
სტატიაში საუბარია:

Alphabet-ის შვილობილმა Google-მა კიბერუსაფრთხოებისა და პროგრამირების უახლესი ფლაგმანური მოდელი, Gemini 4 Carbon-ი ოფიციალურად წარადგინა.

როგორც მედია წერს, ახალი სისტემით კომპანია OpenAI-სა და Anthropic-თან კონკურენციას გაამძაფრებს. კომპანიის განცხადებით, Gemini 4 Carbon-ს უსაფრთხოების სისუსტეების აღმოჩენა, მათი ანალიზი და პროგრამული ხარვეზების აღმოფხვრა უმაღლეს დონეზე შეუძლია.

შიდა ტესტირების მონაცემებით, ეს მოდელი უსაფრთხო კოდს Gemini 4 Argon-თან შედარებით ორჯერ უფრო მაღალი სიზუსტით ქმნის. აღსანიშნავია, რომ ის რთული და ხანგრძლივი საინჟინრო ამოცანების შესასრულებლად შეიქმნა.

რაც შეეხება ტარიფებს, Gemini 4 Carbon-ის ერთი მილიონი შემავალი ტოკენის ღირებულება $2-ს, ერთი მილიონი გამომავალი ტოკენის კი - $10-ს შეადგენს.

ცნობისთვის, Google-მა წინა ფლაგმანური მოდელი, Gemini 4 Argon-ი ორი კვირის წინ წარადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები