მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ალცჰაიმერის დაავადებაზე სისხლის ანალიზი აშშ-ში მომდევნო თვიდან იქნება ხელმისაწვდომი

ანალიზი

ისტორიაში პირველად, სისხლის ანალიზი, რომელიც ალცჰაიმერის დაავადების გამოვლენას შეუწყობს ხელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში მომდევნო თვიდან იქნება ხელმისაწვდომი. ინოვაციის ავტორი იაპონური კომპანიის თანახმად, ახალმა ტექნოლოგიამ მარეგულირებლის დასტური უკვე მიიღო.

Bloomberg-ის თანახმად, ანალიზი თავდაპირველად ამერიკის იმ 50-მდე კვლევით ინსტიტუტსა და საავადმყოფოში იქნება ხელმისაწვდომი, რომლებიც ალცჰაიმერის მიმართულებით მუშაობენ. ტესტზე იაპონურმა H.U. Group Holdings Inc.-მა თავის მთავარ კონკურენტთან, like Beckman Coulter Inc-თან პარტნიორობით შექმნა.

FDA-მ სისხლის ანალიზზე დასტური გასულ კვირას გამოაცხადა. ანალიზის გამოყენება შეიძლება 55 წელს გადაცილებულ ადამიანებში, რომლებიც დაავადების გარკვეულ ნიშნებს ავლენენ. ტესტი სისხლში ამლოიდებს ავლენს - პროტეინს, რომელიც ტვინზე ილექება და დემენციის ყველაზე გავრცელებულ ფორმას იწვევს.

პროცესი, ანალიზის აღებიდან მის დიაგნოსტირებამდე, 30 წუთს გრძელდება და გაცილებით უფრო ხელმისაწვდომია, ვიდრე სკანირება. ამ დრომდე პაციენტებს PET სკანირებით უწევდათ ტვინში ამილოიდების აღმოჩენა. დიაგნოზირების უფრო სწრაფი და მარტივი საშუალების არარსებობამ კი ფარმაცევტული კომპანიებისგან ალცჰაიმერის სამკურნალო მედიკამენტების გამოშვებაც შეაფერხა.

კომპანია გეგმავს, რომ იაპონიაში ლიცენზირების პროცესი აგვისტოში დაიწყოს, ევროპაში კი წლის განმავლობაში. ჩინეთში ანალიზი მომდევნო წლიდან უნდა გამოჩნდეს, ინდოეთში კი უკვე გადის შემოწმების პროცედურებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები