მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამ აუქციონში მონაწილეობას ვერ მივიღებთ - "მაგთი" 5G ქსელების აუქციონზე

64a7ad136d7fd
შოთა ტყეშელაშვილი
07.07.23 10:10
3269

"მაგთი" 5G აუქციონში მონაწილეობას არ მიიღებს, - განცხადება კომუნიკაციების კომისიის სხდომაზე “მაგთის" იურისტმა ლევან გიორგაძემ განაცხადა.

მისი თქმით, "მაგთი" არსებული პირობებით აუქციონში მონაწილეობას არ მიიღებს.

“დღევანდელი შეხვედრის შედეგი უნდა ყოფილიყო ჩვენი აუქციონში მონაწილეობა. თუმცა, ისე ვამთავრებთ შეხვედრას, რომ გეტყვით რომ ამ აუქციონში მონაწილეობას ვერ მივიღებთ. ძალიან ცუდია, რომ ამ შედეგამდე მივედით, თუმცა თავს ზემოთ ძალა არ არის,”- განაცხადა ლევან გიორგაძემ.

აუქციონის პირობები - კომუნიკაციების კომისიის განცხადების თანახმად:

5G ქსელების აგებისას, ოპერატორებმა უნდა იხელმძღვანელონ ევროკავშირის მიერ განსაზღვრული ტექნიკური ნორმებით, რაც ხელს შეუწყობს ქსელის მაღალ ხარისხსა და უსაფრთხოებას. ქსელის განვითარებასთან ერთად, კომპანიები, რომლებიც მე-5 თაობის ინტერნეტის დანერგვისთვის საჭირო სიხშირეს მოიპოვებენ, ვალდებულნი იქნებიან, მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორი - MVNO საკუთარ ქსელზე დაუშვან. კერძოდ, ლიცენზიის მფლობელი ვალდებული იქნება აწარმოოს მოლაპარაკებები შესაბამის ქსელზე დაშვების ყველა მსურველ ოპერატორთან, სამართლიანი და არადისკრიმინაციული პირობებით. ამასთან არჩევანის უზრუნველყოფისა და დაინტერესებული პირების მოსაზრებების გათვალისწინებით, კომუნიკაციების კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ერთი ლოტი მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის დაშვების ვალდებულების გარეშეც გამოაცხადოს.

კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოცხადდა ოთხი აუქციონი ოთხ კომბინირებულ აბსტრაქტულ ლოტზე, რომლებიც ერთმანეთისგან დაფარვის ვალდებულებებით და ფასით განსხვავდებიან. ოთხივე კომბინირებული აბსტრაქტული ლოტი სიხშირული სპექტრის ორი განსხვავებული დიაპაზონის ზოლებისგან შედგება და დასახლებული პუნქტების დაფარვის სხვადასხვა ვალდებულებას ითვალისწინებს, ამასთან ამ ოთხიდან ერთი ლოტი მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის დაშვების ვალდებულების გარეშე იქნება აუქციონზე გამოტანილი, რაც შესაბამისად განაპირობებს რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის განსხვავებულ საწყის საფასურს. პირველი კომბინირებული ლოტის საწყისი საფასური 6 230 000 ლარი იქნება, მე-2 კომბინირებული ლოტის - 2 530 900 ლარი, მე-3 კომბინირებული ლოტის - 2 593 800 ლარი, მე-4 კომბინირებული ლოტის კი - 2 656 700 ლარი.

სრულად აუქციონის პირობები იხილეთ ბმულზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები