ამ ეტაპზე მიწისქვეშა პარკირების მოწყობა მხოლოდ ერთ ლოკაციაზე იგეგმება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
საქმე ის არის, რომ იწყება მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაცია, რის შემდეგაც, აღნიშნული ქუჩა ორმხრივი გახდება. რეაბილიტაციის ფარგლებში კი ფილარმონიასთან მიწისქვეშა პარკირება მოეწყობა. Bm.ge-მ თბილისის მერის ჰკითხა, რა დაუჯდება მერიას ეს პროექტი და რამდენად რენტაბელურია მისი განხორციელება.
„ამ კონკრეტულ მონაკვეთზე [ფილარმონიასთან] ვაპირებთ პროექტის განხორციელებას, ჩვენ „ნაციონალურ მოძრაობას“ შევთავაზეთ 1 ლარად ტერიტორია, თუმცა უარი თქვეს. პროექტს მუნიციპალიტეტი განახორციელებს. მიწისქვეშა პარკინგის პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია და ეს განხორციელდება“, - განაცხადა კალაძემ.
კითხვაზე, განიხილება თუ არა სხვა ლოკაციებზე მიწისქვეშა პარკინგების მოწყობა, თბილისის მერმა უპასუხა, რომ ამ ეტაპზე არა.




























