მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოლო წლებში თბილისში საპარკინგე ადგილების რაოდენობა მცირდება - სტატისტიკა

6491562b16b7e
ინგა მურუსიძე
21.06.23 00:20
1148
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ BM.GE-სთვის მიწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ წლიურად, პარკირების ადგილების რაოდენობა მცირდება.

2021 წლის ბოლოს, სულ საპარკინგე ადგილების რაოდენობა იყო - 29 474, მათ შორის ზონალურ-საათობრივი საპარკინგე ადგილების რაოდენობა იყო - 5 868, ხოლო სტანდარტული საპარკინგე ადგილების რაოდენობა - 23 606;

2022 წლის ბოლოს, სულ საპარკინგე ადგილების რაოდენობა იყო - 28 553, მათ შორის ზონალურ-საათობრივი საპარკინგე ადგილების რაოდენობა იყო - 9 468, ხოლო სტანდარტული საპარკინგე ადგილების რაოდენობა - 19 085; შესაბამისად, ამ წელს პარკირების ადგილების რაოდენობა 921-ით შემცირდა.

სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, ამჟამად, დედაქალაქში არის 9 418 ზონალურ-საათობრივი საპარკინგე ადგილი და 18 249 სტანდარტული საპარკინგე ადგილი; ანუ, ჯამში - დღეისთვის დედაქალაქში 27 667 საპარკინგე ადგილია, რაც წინა წელთან შედარებით ადგილების 886-ით შემცირდა.

სტატისტიკური მაჩვენებლებით ირკვევა, რომ წლიდან წლამდე საპარკინგე ადგილების რაოდენობა ჯამურად მცირდება.

სამ წელიწადში თბილისში საპარკინგე ადგილები 3 000-ით შემცირდა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები