მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ამ ეტაპზე რაიმე განსაკუთრებული ან მძიმე შემთხვევა არ დაფიქსირებულა" - დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური თელავში სტიქიაზე

სტიქია კახეთში

თელავში სტიქიის შედეგად ამ ეტაპზე მძიმე სადაზღვევო შემთხვევები არ დაფიქსირებულა. დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, მომხმარებლების მხრიდან სადაზღვევო კომპანიებში არც ერთი საჩივარი არ შესულა.

როგორც უწყებაში BM.GE-ს განუცხადეს, დაფიქსირებულია რამდენიმე კომერციული ობიექტის დატბორვისა და კალაპოტის მიმდებარედ არსებული ვენახების დაზიანების შემთხვევები. ამ დროისთვის ზარალის შეფასების პროცესი მიმდინარეობს, თუმცა არსებული ინფორმაციით, ზიანი მასშტაბური არ არის.

"ამ ეტაპზე რაიმე განსაკუთრებული ან მძიმე შემთხვევა არ დაფიქსირებულა და მომხმარებლების მხრიდანაც არანაირი საჩივარი არ შემოსულა. გვაქვს რამდენიმე კომერციული ობიექტის დატბორვის შემთხვევა და კალაპოტის ირგვლივ არსებული ვენახების დაზიანება. მიმდინარეობს ზარალის დათვლა, თუმცა არსებული ინფორმაციით, ზარალი არ არის მასშტაბური", - აცხადებენ დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურში.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში ქონების დაზღვევის მიმართულებით კვლავ დაბალი დაფარვაა, რაც იმას ნიშნავს, რომ სტიქიის შემთხვევებში სადაზღვევო კომპანიებში ზარალის დიდი რაოდენობა არ ფიქსირდება.„სამწუხაროდ, ქონების დაზღვევის მიმართულებით ქვეყანაში ჯერ კიდევ დაბალი პენეტრაციაა, რის გამოც, მიუხედავად სტიქიის მასშტაბისა, სადაზღვევოებში დიდი რაოდენობით ზარალები არ დაფიქსირებულა“, - აცხადებენ სამსახურში.

მათივე ინფორმაციით, სადაზღვევო სექტორი ფინანსურად მდგრადია და კომპანიებს გადაზღვევის ეფექტიანი სისტემები აქვთ, შესაბამისად, დადასტურებული ზარალების ანაზღაურება შეფერხების გარეშე განხორციელდება.

„კომპანიებს აქვთ ძალიან მძლავრი გადაზღვევის სისტემები, სექტორი სრულად გადახდისუნარიანია და ყველა დადასტურებული ზარალი, რა თქმა უნდა, უპრობლემოდ ანაზღაურდება“, - აცხადებენ დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები