მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ამ ეტაპზე რასაც ვხედავთ ჯავშნებს 2026 წლისთვის, საკმაოდ კარგად გამოიყურება - KA Group-ის დამფუძნებელი

ირაკლი ჭიღლაძე

"რასაც ვხედავთ [ჯავშნებს] 2026 წელი კარგად გამოიყურება თუ რამე მაკრო ან მიკრო ცვლილებები არ მოხდა", - ამის შესახებ "საქმიან დილაში" KA Group-ის დამფუძნებელმა ირაკლი ჭიღლაძემ განაცხადა.

"პროგნოზებს რაც შეეხება, სწორედ ამიტომ გვიყვარს ევროპელი ტურისტი და ახლა უკვე განსაკუთრებით საინტერესო გახდა ჩინეთის ბაზარიც. ისინი მეტად მოწესრიგებულები არიან და ჯავშნებს დიდი ხნით ადრე აკეთებენ, რაც გვაძლევს შესაძლებლობას წინასწარ დავგეგმოთ ბევრი რამ მათ შორის სწორად ვმართოთ ფასთა პოლიტიკა, მაგალითად დინამიკური ფასები.

ამ ეტაპზე ჩინეთის ბაზრიდან 2026 წლის ჯავშნების თითქმის 90% უკვე მიღებული გვაქვს და სისტემაშია ჩასმული. ევროპის ბაზრიდანაც ჯერ კიდევ გასულ წელს მივიღეთ 2026 წლის ჯავშნები, შესაბამისად უკვე მეტ-ნაკლებად ვხედავთ საერთო სურათს. მსგავსი პროგნოზირებადობა შესაძლებელი იყო ირანის ბაზრიდანაც, თუმცა ირანის ბაზრის მსგავსი მერყეობა განსაკუთრებით უშლის ხელს თბილისის და ბათუმის სასტუმროებს ეს მაშინვე აისახება შედეგებზე.

ამ ეტაპზე რასაც ვხედავთ 2026 წლისთვის, სურათი საკმაოდ კარგად გამოიყურება. განსაკუთრებით სეზონი იქნება ძალიან კარგი და თუ რაიმე მნიშვნელოვანი მაკრო ან მიკრო ცვლილებები არ მოხდა, ბიზნესი სტაბილურად და წარმატებით განვითარდება", - აცხადებს ჭიღლაძე.

KA Group-ი თბილისში, გუდაურში, ბაკურიანში, ახალციხეში, ყაზბეგსა და წყალტუბოში სასტუმროებს ფლობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები