მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამ ფორმატს გამოვიყენებთ, რათა სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებს გავესაუბროთ - კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე

ოცნება
16.05.25 12:43
418

"ოცნების" პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-6 სამიტის ფორმატს იმისთვის გამოიყენებს, რომ სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებს გაესაუბროს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ალბანეთში განუცხადა, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-6 სამიტში მონაწილეობს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კობახიძე სამიტის ფარგლებში სიტყვით გამოვა მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაზე.

„მნიშვნელოვანი სამიტია. ევროპიდან ყველა ქვეყნის ლიდერი იქნება წარმოდგენილი, გვექნება საშუალება, რომ მრგვალი მაგიდის ფორმატში სიტყვით გამოვიდეთ. ასევე, გამოვიყენებთ ამ ფორმატს იმისთვის, რომ სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებს გავესაუბროთ. ბუნებრივია, საუბარი გვექნება ჩვენი ქვეყნის მთავარ გზავნილებზე, რაც უკავშირდება ჩვენს ძირეულ ეროვნულ ინტერესებს“, - განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები