მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ამ კანონის მიხედვით, მე ვარ უცხო ძალა” - ირაკლი რუხაძე „რუსული კანონის“ მიღებას მხარს უჭერს

სს

„იმედის“ მფლობელი, ბიზნესმენი ირაკლი რუხაძე „რუსული კანონის“ მიღებას მხარს უჭერს. ამის შესახებ მან "tv იმედის" ეთერში განაცხადა. როგორც მან განმარტა, მიუხედავად იმისა, რომ ამ კანონის მიხედვით ის "უცხო ძალად" ითვლება და შეიძლება, ეს კანონი სულაც არ მოსწონდეს, მაგრამ ახლა კანონი აუცილებლად უნდა მიიღონ.

„მე ძირითადად სულ დასავლური ფული შემომქონდა და მიმაჩნია, რომ კარგი საქმე მაქვს გაკეთებული, “ - განაცხადა მან.

ირაკლი რუხაძე დედამისის საქმიანობის შესახებაც ჰყვება და ამბობს, რომ დედამისი სოროსის ფონდის დამაარსებელი იყო და მისი დეიდაშვილი, ლევან გიგინეიშვილი სწორედ სოროსის დაფინანსებით გაემგზავრა ჯერ ჩეხეთში, შემდეგ ბელგიაში და საბოლოოდ ჰარვარდი მოხვდა.

ბიზნესმენი ჰყვება თავისი სამი შვილის შესახებაც, რომლებიც მისი თქმით, ამერიკაში ცხოვრობენ და მუშაობენ.

„ამ კანონის მიხედვით, მე ვარ უცხო ძალა. ნახევარი ცხოვრება ამერიკაში გავატარე. ჩემი სამი შვილი ამერიკაში ცხოვრობს და მუშაობს. ერთი არასამთავრობოში მუშაობს, ობოლ ბავშვებს ეხმარება და მათ შორის მუშაობენ ლგბტ თემებზე. მეორე ჩემი შვილი ამაზონში მუშაობს ფინანსური დირექტორია და მესამე იურისპრუდენციის დოქტორია და მუშაობს ამერიკის სახელმწიფოში, არის იურისტი და ამერიკის მთავრობაზე მუშაობს. ამიტომ მე დასავლეთი ძალიან კარგად ვიცი და ძალიან მიყვარს.

მეტიც, დასავლური ფულის როლს საქართველოში ძალიან ვაფასებ. მე თვითონ მაქვს თითქმის მილიარდ დოლარამდე ჩამოტანილი ამ ქვეყანაში, რომელიც უამრავი კომპანიის აშენებას მოხმარდა. მე ძირითადად სულ დასავლური ფული შემომქონდა და მიმაჩნია, რომ კარგი საქმე მაქვს გაკეთებული. ინგლისური, ამერიკული მთავრობის ფული, უამრავი დასავლური ფული მაქვს ამ ქვეყანაში შემოტანილი და მიმაჩნია რომ იმ ფულს კარგი საქმეები აქვს გაკეთებული, ამიტომ ეს ღირებულებაც მესმის, რომ დასავლურმა ფულმა როგორ შეიძლება ქვეყანაში კარგი საქმე გააკეთოს.

ასევე, დედაჩემი იყო სოროსის ფონდის დამაარსებელი. ჩემი დეიდაშვილი, ლევან გიგინეიშვილი სოროსის დაფინანსებით გაემგზავრა ჯერ ჩეხეთში, ბელგიაში და ჰარვარდი დაამთავრა. ამიტომ ის, რომ მე ან ჩემი ოჯახი ვემტერებით დასავლურ ფულს, ასე არ არის“, - აღნიშნა ირაკლი რუხაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები