აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით ბრიფინგზე ისაუბრა.
მისი თქმით, ამ კანონს სამოქალაქო საზოგადოების და ორგანიზაციების სტიგმატიზაცია შეუძლია, სამოქალაქო საზოგადოება და მედია ორგანიზაციები კი ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედია.
მისი თქმით, კანონპროქტი უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს პროგრესზე ევროკავშირისკენ გზაზე.
“ღრმად შეშფოთებულები ვრჩებით, რომ ამ კანონპროექტს, თუ ის ძალაში შევა, სტიგმატიზაცია შეუძლია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, რომლებიც საქართველოს რიგითი მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებისთვის მუშაობენ. ასევე, შეუძლია მედია ორგანიზაციების სტიგმატიზაცია, რომლებიც საქართველოში მოქმედებენ, რათა საქართველოს მოქალაქეებს მიაწოდონ ინფორმაციას.
ვფიქრობთ, რომ სამოქალაქო საზოგადოება, მედია ორგანიზაციები ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედია, საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, ყურადღება მიაქციონ გაფრთხილებებს, რომ ეს კანონპროექტი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს, და უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირისკენ გზაზე საქართველოს პროგრესზე,” - განაცხადა პატელმა.