მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამ კანონზე უარის თქმა არ შეიძლება, დაუშვებელია კომპრომისი - კობახიძე „რუსულ კანონზე“

ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ე.წ. რუსული კანონის უკან გაწვევა არ განიხილება, ვინაიდან ეს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი კანონია.

„ეს კანონი არის, იმდენად მნიშვნელოვანი სახელმწიფოს სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის, რომ დაუშვებელია კომპრომისი.

ეს კანონი არის ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისთვის, რომ პოლარიზაციის, იგივე რადიკალიზმის ჩაკეტილი წრე გავარღვიოთ. ეს ხომ ჩვენი ეროვნული ამოცანაა, ხომ არ ვიქნებით ამ რეჟიმში რომ ნაცმოძრაობამ ყოველ წელს სცადოს არჩევნების შედეგების მიუხედავად, რევოლუციის მოწყობა და ხელისუფლებაში დაბრუნება. ამიტომ ამ კანონზე უარის თქმა არ შეიძლება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, ე.წ. რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვა დღეს პლენარულ სესიაზე გაგრძელდა. როგორც მოსალოდნელია, მას კენჭს დღეს უყრიან. პარალელურად, რუსთაველზე მიმდინარეობს საპროტესტო გამოსვლები, რომელსაც რეგიონებიდანაც უერთდებიან.

შეგახსენებთ, გასულ წელს "რუსულ კანონი" მასშტაბური პროტესტის გამო, პარლამენტმა უკან გაიწვია.