მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არ შეიძლება იყოს ტოლობა გაუმჭვირვალობასა და ევროინტეგრაციას შორის, მაშინ გამოდის, ღირებულებები დამდგარა თავდაყირა"

ირაკლი კობახიძე
12.04.24 18:42
161

ტოლობის ნიშანი შეიძლება იყოს მხოლოდ გამჭვირვალობასა და ევროინტეგრაციას შორის. არ შეიძლება იყოს ტოლობის ნიშანი გაუმჭვირვალობასა და ევროინტეგრაციას შორის. მაშინ გამოდის, რომ ღირებულებები დამდგარა თავდაყირა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა.

პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა თქვა, რომ გამჭვირვალობას არ აქვს არავითარი ალტერნატივა.

„ტოლობის ნიშანი შეიძლება იყოს მხოლოდ გამჭვირვალობასა და ევროინტეგრაციას შორის. არ შეიძლება იყოს ტოლობის ნიშანი გაუმჭვირვალობასა და ევროინტეგრაციას შორის. მაშინ გამოდის, რომ ღირებულებები დამდგარა თავდაყირა, რასაც ჩვენ ბუნებრივია, ასე ვერ წარმოვიდგენთ. ერთადერთი, ტოლობის ნიშანი შეიძლება იყოს გამჭვირვალობასა და ევროინტეგრაციას, გამჭვირვალობასა და დემოკრატიას შორის. არაფერი სხვა. გამჭვირვალობას არ აქვს არავითარი ალტერნატივა“, - განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები