მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამ კვლევით საცალო ბაზრის რეგულირების აუცილებლობა გამოიკვეთა - უჩა სეთური

642be59f9a833
მარიამ ვარადაშვილი
04.04.23 20:40
504
მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, უჩა სეთური საცალო ბაზრის რეგულირების აუცილებლობაზე საუბრობს.

როგორც მან BMGTV-ის ეთერში განაცხადა, რეგულირების გარეშე მცირე ოპერატორები ბაზარზე დარჩენას ვერ შეძლებენ.

თავის მხრივ კომუნიკაციების კომისია მობილური და ფიქსირებული ფართოზოლოვანი მომსახურებების საცალო და საბითუმო ბაზრებს სწავლობს. ტელეკომ სექტორის კვლევის პირველი ეტაპის შედეგებზე მარეგულირებელმა ინფორმაცია გუშინ გაავრცელა. სატელეკომუნიკაციო ბაზრის კვლევის პროექტის ფარგლებში დადგინდა, რომ საქართველოში ფიქსირებული და მობილური მომსახურებების კონკრეტულ ბაზრებზე წინასწარი რეგულირების საჭიროება არსებობს.

“დაახლოებით ორი წელია ვსაუბრობთ საცალო ბაზარში ჩარევის აუცილებლობაზე. საბედნიეროდ, ამ დოკუმენტში, რომელიც კომისიამ გამოაქვეყნა უკვე ვხედავთ მობილური და ფიქსირებული მომსახურების, ანუ საცალო ქსელის ბაზარზე ჩარევის აუცილებლობას. ეს შუალედური დასკვნა მხოლოდ ბაზრის სეგმენტებს განსაზღვრავს, თუმცა იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში, როცა დასრულდება ეს კვლევა უფრო მეტ დეტალს გავიგებთ. უშუალოდ ვის შეეხება რეგულირება, ამის თქმა ამ ეტაპზე გაჭირდება.

გამომდინარე იქიდან, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი ამ ყველაფერს საკუთარ თავზე გრძნობს, ჩვენთვის მარტივია იმის იდენტიფიცირება რა მიმართულებებს უნდა შეეხოს რეგულირება. სანამ კვლევის საბოლოო ვერსია არ გამოქვეყნდება, ვის შეეხება რეგულაცია, ამის თქმა გამიჭირდება. სავარაუდოდ, ორ თვეში დასრულდება ეს კვლევა და ამის შემდეგ დაიწყებენ მის იმპლემენტაციას. შეიძლება ეს პროცესი წლის ბოლომდე გაგრძელდეს, ამის ზუსტად თქმა არ შემიძლია. საცალო ბაზრის რეგულირება თავისთავად სასიამოვნო პროცესი არ არის და ამას ბევრი უარყოფითი მხარე აქვს. ამ ბაზარზე დაყოფა დაახლოებით ასეთია: ერთ მხარეს არის ორი-სამი კომპანიაა, მეორე მხარეს კი 150, თუ რეგულაციები შემოღებული იქნება, ისინი გადარჩენას შეძლებენ”,-ამბობს სეთური.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები