რიკოთის უღელტეხილის პროექტს საქართველოს რეალობაში ანალოგი არ ჰქონია, ამიტომ ჩვენ ამ პროექტს თამამად ვუწოდებთ საუკუნის პროექტს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საერთაშორისო მაგისტრალის განვითარებისთვის რიკოთის უღელტეხილი ყველაზე კრიტიკულ და გამომწვევ მონაკვეთად იყო აღიარებული.
„ამ პროექტებს რეგიონებში შეაქვს ახალი სიცოცხლე, რაც, არა მხოლოდ მგზავრობის შემცირებულ დროსა და მანძილში გამოიხატება, ასევე გამოიხატება კომფორტულ და უსაფრთხო მგზავრობაში, ასევე იმ ეკონომიკურ სარგებელშიც, რომელიც ამ პროექტებს მოაქვს ჩვენი რეგიონების მოსახლეობისთვის, შესაბამისად, ყველა ეს პროექტი ხელს შეუწყობს ჩვენი რეგიონების განვითარებას და მოსახლეობის კეთილდღეობის ხარისხის ამაღლებას.
საერთაშორისო მაგისტრალის განვითარებისთვის რიკოთის უღელტეხილი ყველაზე კრიტიკულ და გამომწვევ მონაკვეთად იყო აღიარებული. პროექტის მნიშვნელობის, საინჟინრო გადაწყვეტებისა და მასშტაბის გათვალისწინებით, ამ მშენებლობას, თამამად შეიძლება ეწოდოს უპრეცედენტო, საქართველოს რეალობაში ამ პროექტს ანალოგი არ ჰქონია, ამიტომ ჩვენ ამ პროექტს თამამად ვუწოდებთ საუკუნის პროექტს. რიკოთის
რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის მხარდაჭერისთვის მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. უშუალოდ ზესტაფონის შემოვლითი გზის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა. შესაბამისად, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო აზიის განვითარების ბანკს და მის წარმომადგენელს საქართველოში", - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც დაუღალავად შრომობდა ამ ისტორიული პროექტის წარმატებისთვის.