საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანის განცხადებით, ქვეყანას, რომელიც ოპონენტების განცხადებებით ომის და რისკის წინაშე დადგენა, პრეზიდენტისგან განსხვავებით, მმართველი ძალა თავს შეაკლავს. ამის შესახებ მან პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვისას კითხვის დასმის დროს განაცხადა.
მან პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძეს შემდეგი კითხვები დაუსვა:
„შეგიძლიათ თუ არა მომიყვანოთ კონკრეტული საჯარო წყარო, სადაც ქართველი ხალხი ნახავს ყველა არასამთავრობო სექტორის დაფინანსებას თავისი თანხებით და მიზნობრიობით მითითებულს, დონორებით?
ითვალისწინებს თუ არა კანონი რომელიც ჩვენ მივიღეთ, რაიმე სახის სასჯელს გარდა ფინანსური სახდელისა, ადმინისტრაციული ჯარიმისა, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ორგანიზაცია არ წარადგენს უბრალოდ ინფორმაციას მის მიერ მიღებული დაფინანსების და განხორციელებული პროგრამების შესახებ წელიწადში ერთხელ?
სამართლებრივ პასუხებს ველოდები და არა პოლიტიკურს. პირველი რესპუბლიკის დარბაზში ბრძანდებით და თქვენი და თქვენი უფროსისგან განსხვავებით, ჩვენს ქვეყანას, რომელიც რისკის და ომის წინაშე დადგება, ჩვენ შევაკლავთ თავს თქვენგან განსხვავებით, რომელიც კონფორმისტულად ევროპებში და საფრანგეთში გაიქცევა და ის რასაც ახლა აკეთებთ, საბოლოო ჯამში ქვეყნის საწინააღმდეგოდ გადაიქცევა“, - მიმართა ნინო წილოსანმა გიორგი მსხილაძეს.