მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ამ ქვეყანაში თუ ვინმე ზრუნავს თითოეულ მაღაროელზე, არის საქართველოს ხელისუფლება - შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

"ამ ქვეყანაში თუ ვინმე ზრუნავს თითოეულ მაღაროელზე, არის საქართველოს ხელისუფლება", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

მან იმედი გამოთქვა, რომ მაღაროელების პრობლემები გადაიჭრება.

"ამ საკითხზე მსჯელობა მიდის, სხვადასხვა სახის ჩართულობაა. იმედი მაქვს ისეთი გამოსვლის მოძებნა იქნება შესაძლებელი, რომელიც ყველას ინტერესში იქნება. მინდა მაღაროელებს და ჭიათურის მოსახლეობას ვუთხრა, რომ საქართველოს მთავრობა ზრუნავს, საქართველოს პარლამენტი ყურადღებით აკვირდება მთავრობის აქტივობებს და იმედია შეძლებისდაგვარად გადაწყვეტილება მონახული იქნება.

ამ გამოწვევის სრული გადაწყვეტა რთულია, ბევრი მიზეზის გამო, მათ შორის ფასებიდან და ტექნოლოგიებიდან გამომდინარე. მინდა ყველა დავარწმუნო, რომ ამ ქვეყანაში თუ ვინმე ზრუნავს თითოეულ მაღაროელზე, არის საქართველოს ხელისუფლება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები