მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ამ საკითხზე მუშაობაში პირადად ვიქნები ჩართული” - კობახიძე სკოლებში უფასო კვების დანერგვაზე

კვება სკოლა

საგაზაფხულო პლენარულ სხდომაზე, საქართველოს პრემიერობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის მოსმენისას, დეპუტატთა კითხვა ბავშვთა სიღარიბესა და სკოლებში უფასო კვების დანერგვის პროცესსაც შეეხებოდა. პრემიერობის კანდიდატმა განაცხადა, რომ განათლების სამინისტრო ამ საკითხზე მუშაობას აგრძელებს.

“განათლების სამინისტრო აქტიურად მუშაობს და კვლავ გააგრძელებს ამ საკითხის ირგვლივ მუშაობას, რაშიც პირადად ვიქნები ჩართული, რა თქმა უნდა, პარლამენტთან ერთადაც. თუ იქნება ოპტიმალური გეგმა, რომელიც მაქსიმალურად მოგვცემს ბავშვებზე ზრუნვისა და ბავშვების ინტერესების დაცვის საშუალებას, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან გაკეთდება მაქსიმუმი”, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

საქმე ისაა, რომ ყოფილმა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, ჯერ კიდევ 2021 წელს განაცხადა, რომ სკოლის მოსწავლეებისთვის უფასო სადილის პროგრამაზე მმართველი პარტია, 2 წლის განმავლობაში მუშაობდა. ამავეს ადასტურებდა განათლების მაშინდელი მინისტრი, მიხეილ ჩხენკელიც. სკოლებში უფასო კვების დანერგვის დაპირება წინასაარჩევნოდ არაერთხელ გააჟღერა განათლების ამჟამინდელმა მინისტრმაც, გიორგი ამილახვარმა, მათ შორის 2023 წლის ბოლოსაც. გამოდის, რომ ხელისუფლება შესაბამის პროგრამაზე თითქმის 5 წელია მუშაობს, სამოქმედო გეგმა კი ჯერ კიდევ არ არსებობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები