მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამანათების გადაზიდვის კომპანია Camex Georgia-ს შიდა პოლიტიკის გამოსწორება დაევალა - კონკურენციის სააგენტო

ამანათები

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA), მომხმარებლის სასარგებლოდ, ამანათების ტრანსპორტირების სექტროში, შპს „კამექს ინტერნეიშნლთან“ პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა - ამის შესახებ ინფორმაციას თავად სააგენტო ავრცელებს.

GCCA-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მათსა და კომპანიას შორის გაფორმებული შეთანხმება მომხმარებელთა უფლებების დაცვის გარანტიებს ითვალისწინებს.

"GCCA-სა და მოვაჭრეს შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად, სააგენტოს გადაწყვეტილებით მოვაჭრეს დაევალა:

  • გამოასწოროს კომპანიის შიდა პოლიტიკა და კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს;
  • შეცვალოს და დააზუსტოს ვებ-გვერდზე(https://camex.ge/?lang=ge) ინფორმაცია ამანათების გადაფუთვის, ზომაში შემცირების წესებისა და პირობების შესახებ;
  • აღნიშნული ინფორმაცია ქართულ ენაზე, მკაფიოდ და გასაგებად ვებ-გვერდზე განათავსოს;
  • განხორციელებული ცვლილებები ყველა მომხმარებელს მოკლე ტექსტური (სატელეფონო) შეტყობინების (SMS) გაგზავნის გზით აცნობოს;
  • აღადგინოს იმ მომხმარებელთა სავარუდოდ დარღვეული უფლებები, რომელთაც მისი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა.

GCCA-ის გადაწყვეტილებით, ხელშეკრულების თანახმად, მოვაჭრეს განესაზღვრა 1 თვის ვადა - სააგენტოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებები შესასრულებლად.

აღნიშნული შეთანხმება არ ვრცელდება იმ მომხმარებლებზე, რომლებსაც ამანათების გადაფუთვისა და ზომაში შემცირების წესების, პირობების შესახებ ინფორმაცია ამანათის შეძენამდე, ინდივიდუალურად, სატელეფონო კომუნიკაციის, ან/და ელ. ფოსტის საშუალებით მიეწოდათ,"- ნათქვამია საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები