მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Amazon-ი 125,000 თანამშრომელს დაიქირავებს, რომლებსაც ხელფასთან ერთად $3,000-ის ბონუსს გადაუხდის

6142169fe6c13
მარიამ ადამია
15.09.21 21:00
3371
Amazon-ი საწყობსა და ლოჯისტიკის დეპარტამენტში 125 000 ახალი თანამშრომლის დასაქმებას გეგმავს. კომპანიას თანამშრომლები განსაკუთრებით სადღესასწაულო პერიოდისთვის სჭირდება, თუმცა როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, ისინი, ვინც დაიწყებენ მუშაობას ახლა, მუდმივ თანამშრომლებად დარჩებიან. Amazon-ი ახალ კადრებს საშუალოზე მაღალ ხელფასებს სთავაზობს, უფრო კონკრეტულად კი, საათში თუკი სამუშაოს შესრულებისთვის აქამდე 15 დოლარს იხდიდა, ახლა 18 დოლარს გადაუხდის და ასევე ჰპირდება 3000 დოლარამდე ბონუსებს. ამის შესახებ CNN წერს.

გარდა ამისა, Amazon-ი, Walmart-ისა და Target-ის მსგავსად, თანამშრომლებს კოლეჯში სწავლის ოთხ წელიწადს დაუფინანსებს. გარდა ამისა, კიდევ არაერთ ბენეფიტს ჰპირდება კომპანია ახალ თანამშრომლებს, რომელთა მიზიდვა/დაინტერესებასაც აქტიურად ცდილობს. თუმცა Amazon-ი არ არის ერთადერთი კომპანია, სადაც კადრების კრიზისის პრობლემა დგას.

ბევრი საცალო ვაჭრობისა და ლოგისტიკური კომპანია მუშახელის პოვნას ცდილობს. მათ მნიშვნელოვნად გაზარდეს ხელფასები და სარგებელი, იმისათვის რომ მეტი ადამიანი დააინტერესონ, თუმცა პრობლემა, რომელიც პანდემიის პერიოდში დაიწყო ისევ აქტუალური რჩება. გარდა ამისა, ივლისში, შრომის სტატისტიკის ბიუროს უახლესი მონაცემების მიხედვით, აშშ-ში 879,000 სამუშაო ადგილი საცალო ინდუსტრიაში, ხოლო 222,000 სატრანსპორტო და სასაწყობო სექტორში ვაკანტურია. ამ სიცარიელის შევსებას კი კომპანიები განსაკუთრებით დღესასწაულებისთვის ჩქარობენ, რადგან წელს მოთხოვნის მკვეთრ მატებას ელოდებიან. წინასწარი მონაცემებით, გაყიდვები 2021-22 წლებში 9%–ით მოიმატებს წინა წელთან შედარებით, ხოლო ელექტრონული კომერციის გაყიდვები 15%–მდე გაიზრდება.

ინფორმაციისთვის, გასულ წელს, დღესასწაულებზე Amazon-მა, 100,000 დროებითი თანამშრომელი დაიქირავა, რადგან პანდემიის პერიოდში, როდესაც მოსახლეობა სახლში იყო იზოლირებული, მათ მეტი დრო დაუთმეს ონლაინ შოპინგს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები