მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მომხმარებელი ჰყავს Amazon-ს ევროკავშირში? - კომპანიის ანგარიში

EU
სტატიაში საუბარია:

ონლაინ შესყიდვების ყველაზე პოპულარულ პლატფორმა Amazon-ს ევროკავშირის მასშტაბით 181 მილიონი მომხმარებელი ჰყავს და 150 000 ადამიანს ასაქმებს - ამის შესახებ კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ გამჭვირვალობის პირველ ანგარიშში ვკითხულობთ, რომლის გამოქვეყნებაც ევროკავშირში მოქმედი კომპანიებისათვის, “EU-ის ციფრული სერვისების აქტის” ფარგლებში, სავალდებულოა.

“ციფრული სერვისების აქტში” მიმდინარე წლის აგვისტოში ახალი წესი შევიდა, რომლის თანახმადაც კომპანიებს, რომლებიც ევროკავშირში ოპერირებენ, კონტენტის მონიტორინგის, მომხმარებლების უსაფრთხოებისა და გამჭვირვალობის ვალდებულება გაუჩნდათ. ცვლილებასთან ერთად Amazon-მა რეგულაციებიდან თავის დაძვრენა სცადა, რადგან, მათი განცხადებით, პლატფორმა არც ერთ ევროპულ ქვეყანაში ყველაზე მსხვილი საცალო მოვაჭრე არ არის.

გერმანია Amazon-ისთვის ყველაზე დიდი ბაზარია, საიდანაც ონლაინ მაღაზიას ყოველთვიურად 60 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. რეიტინგში მეორე ადგილს იტალია, 38 მილიონი მომხმარებლით იკავებს.

Amazon-ს ბლოკის ქვეყნების 50 ქალაქში კორპორაციულ ოფისებსა და 250 ლოგისტიკურ ცენტრს ფლობს.

2023 წლის პირველ ნახევარში, კომპანიის ანგარიშის თანახმად, კომპანიამ ევროკავშირის ოფიციალური პირებისგან 8863 სასამართლო მოთხოვნა მიიღო, რომლებიც Amazon-ის მომხმარებლების შესახებ ინფორმაციას ითხოვდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები