მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Amazon-ი და Walmart-ი სტეიბლკოინების გამოშვებას გეგმავენ

სტეიბლკოინები
სტატიაში საუბარია:

მსოფლიოს უდიდესი მაღაზიათა ქსელები, ამერიკული Amazon-ი და აგრეთვე ამერიკული Walmart-ი საინტერესო ინიციატივაზე მუშაობენ.

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, კომპანიები საკუთარი სტაბილური ვალუტების, ე.წ. “სტეიბლკოინების” გამოშვებას გეგმავენ, რითაც თავიდან აირიდებენ იმ მილიარდობით დოლარის მოცულობის გადასახადს, რომელსაც ბანკები და ფინანსურ-ტექნოლოგიური კომპანიები მათთვის საკრედიტო ბარათების შეთავაზების სანაცვლოდ ან გადახდების გატარებისთვის ითხოვენ. ამრიგად, მაღაზიათა ქსელები ტრადიციულ ფინანსურ სისტემაზე დამოკიდებულების შემცირებას ცდილობენ.

საქმე ისაა, რომ ტრანზაქციის დიდი ნაწილი, რომელსაც მომხმარებელი Amazon-ზე და Walmart-ზე ახორციელებს, საკომისიოს სახით გადახდების ინფრასტრუქტურის მფლობელ კომპანიებს ერიცხებათ, რითაც მაღაზიები შემოსავლის ნაწილს კარგავენ. ამ წინაღობის გადალახვის გზად თანამედროვედ მოაზროვნე კომპანიებს ე.წ. “სტეიბლკოინების” გამოყენება ესახებათ — ციფრული ვალუტის, რომელიც, როგორც წესი, დოლარსაა მიბმული და მუდმივად სტაბილურია.

როგორც The Wall Street Journal-ი წერს, Amazon-ის და Walmart-ის ინტერესები ჯერაც კვლევის ფაზაშია, მაგრამ კომპანიები აქტიურად განიხილავენ, როგორც არსებული სტეიბლკოინების ინტეგრაციას, ასევე საკუთარი ციფრული ვალუტის შექმნას. თუკი კომპანიები არსებულ ვალუტებს გამოიყენებენ, ამ მხრივ რამდენიმე ძირითადი პრეტენდენტი შეგვიძლია მოვიაზროთ, მათ შორის ყველაზე დიდი კაპიტალიზაციის მქონე სტეიბლკოინი USDT, რომლის ემიტენტი Tether-ია, ასევე USDC, რომლის ემიტენტი კომპანია Circle-ი ცოტა ხნის წინ ამერიკულ საფონდო ბირჟაზე დაილისტა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები