მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Amazon-ი გლობალურ ლოგისტიკურ ბაზარზე შედის და UPS-სა და FedEx-ს კონკურენციას უწევს

Amazon Supply Chain Services
სტატიაში საუბარია:

Amazon-მა განაცხადა, რომ სხვა ბიზნესებს საშუალებას მისცემს, საქონელი Amazon-ის უზარმაზარი ქსელის მეშვეობით დაასაწყობონ და გადაზიდონ - ნედლეულიდან დაწყებული, მზა პროდუქციით დამთავრებული. ამ ნაბიჯით ელექტრონული კომერციის გიგანტი ღიად უპირისპირდება ბაზარს, რომელზეც დიდი ხანია UPS და FedEx-ი დომინირებენ.

სერვისი "Amazon Supply Chain Services" სხვადასხვა ინდუსტრიის (საცალო ვაჭრობა, ჯანდაცვა, წარმოება) კომპანიებს საშუალებას მისცემს, გამოიყენონ Amazon-ის მიწოდების ჯაჭვის ქსელი, რომელიც საზღვაო, საგზაო, სარკინიგზო და საჰაერო ტრანსპორტს მოიცავს.

ეს ნაბიჯი Amazon-ს აშშ-ის ლოგისტიკური ინდუსტრიის მთავარ მოთამაშედ აქცევს და ტრადიციული კომპანიებისთვის ფასსა და სისწრაფეზე კონკურენციას გაამძაფრებს.

კომპანია 100-ზე მეტ სატვირთო თვითმფრინავს (ამ მაჩვენებლით FedEx-სა და UPS-ს ჩამორჩება), ასევე საწყობებისა და დახარისხების ჰაბების უზარმაზარ ქსელს ფლობს. სიახლის გამოცხადების შემდეგ, FedEx-ისა და UPS-ის აქციები 9%-ზე მეტით დაეცა, ხოლო Amazon-ის აქციების ფასი თითქმის 1%-ით გაიზარდა.

კომპანიებს შეეძლებათ ისარგებლონ Amazon-ის სწრაფი (2-დან 5 დღემდე) მიწოდების ვადებით, მარაგების პროგნოზირების შესაძლებლობებით და სხვა სადისტრიბუციო სერვისებით.

Amazon-ის განცხადებით, კომპანიებს ამ გადაწყვეტილებების გამოყენება გაყიდვების ყველა არხზე (მათ შორის საკუთარ ვებსაიტებზე, სოციალურ მედიასა და ფიზიკურ მაღაზიებში) შეეძლებათ. სერვისს უკვე შეუერთდნენ ისეთი გიგანტები, როგორებიცაა Procter & Gamble, 3M და American Eagle Outfitters.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები