მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Amazon-მა AI-ინფრასტრუქტურის განვითარებაში $50 მილიარდის ინვესტირება გადაწყვიტა

Amazon
სტატიაში საუბარია:

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Amazon-მა აშშ-ის მასშტაბით AI-ინფრასტურუტურის განვითარების მიზნით 50 მილიარდი დოლარის ინვესტირება გადაწყვიტა.

პროექტის ფარგლებში, AWS-ის გამოთვლითი სიმძლავრე 1.3 გიგავატით გაიზრდება და ახალი Data-ცენტრი Amazon-ის Cloud-ბიზნესის განვითარებას მოხმარდება.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ ახალი Data-ცენტრის მთავარი მომხმარებელი აშშ-ის მთავრობა იქნება, კერძოდ, AWS-ის ინფრასტრუქტურაზე დაშენდება GovCloud-ის სისტემა, რომელიც ამერიკის მთავრობის მონაცემებს განკარგავს.

როგორც ცნობილია, Data-ცენტრის მოსამარაგებლად გამოყენებული იქნება როგორც NVIDIA-ს წარმოების, ასევე AWS Trainium-ის სერიის AI-ჩიპები.

გავრცელებული სიახლე ინვესტორებმა საკმაოდ პოზიტიურად მიიღეს და Amazon-ის შეფასება 2 ტრილიონ 420 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები