მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამბროლაურის აეროპორტმა აეროდრომის მიმართულებით სერტიფიცირება გაიარა

61f12b06e0c73
მარიამ ვარადაშვილი
26.01.22 16:58
676
აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, აეროდრომის მიმართულებით რესერტიფიცირება ამბროლაურის აეროპორტმაც გაიარა. ამით სახელმწიფო კომპანიის მიერ ოპერირებადი აეროპორტების სერტიფიცირების პროცესი დასრულდა. მანამდე რესერტიფიცირება წარმატებით გაიარეს, ქუთაისის საერთაშორისო და მესტიის ადგილობრივმა აეროპორტებმა.

“ამბროლაურის განახლებულმა აეროპორტმა, რომელიც იანვრის თვეში 5 წლის გახდა, სააეროდრომო სახელმძღვანელოები და მასთან დაკავშირებული სხვა პროცედურები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სერტიფიცირების ახალი წესის შესაბამისობაში მოიყვანა”, - აცხადებენ აეროპორტების გაერთიანებაში.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაცემული სერტიფიკატი არის დასტური აეროპორტის ყველა ექსპლუატანტისთვის, რომ ოპერირება მის მიერ ოპერირებად აეროპორტში არის უსაფრთხო. ამასთან, სააგენტოს სასერტიფიკაციო კომისია ამოწმებს და ადგილზე აფასებს აეროპორტის ინფრასტრუქტურას, ტექნიკურ საშუალებებსა და აღჭურვილობას, რათა დარწმუნდეს რომ აეროპორტი შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობითა და მათი წესით დადგენილ მოთხოვნებთან, ასევე ICAO-ს სტანდარტებთან.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ მიღებული დადგენილებით, სამოქალაქო აეროდრომი ექვემდებარება სერტიფიცირებას, თუ ის გამოიყენება სატრანსპორტო ავიაციის მიზნებისათვის და საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა გარკვეული კატეგორიის საჰაერო ხომალდებით ხორციელდება. ამბროლაურის აეროპორტისთვის მინიჭებული სერტიფიკატი უვადოა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები