მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ამცრელი ბრიგადების ანაზღაურება არ გაორმაგდება, თუმცა მნიშვნელოვნად გაიზრდება - გაბუნია

60dc36318a938
ინგა მურუსიძე
30.06.21 13:35
476
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, ამცრელი ბრიგადების ანაზღაურება გაიზრდება, თუმცა არა - 10 ლარამდე.

საქმე ის არის, რომ ამ დრომდე კლინიკების ანაზღაურება ორჯერადი აცრის შემთხვევაში 5 ლარია. რამდენიმე კვირის წინ კი ითქვა, რომ კლინიკებისთვის მოტივაციის გაზრდის მიზნით, მომსახურების ღირებულება გაორმაგდებოდა, რადგან სამედიცინო დაწესებულებების ნაწილი აცხადებდა, რომ არსებული ტარიფი დაბალი იყო.

„ანაზღაურების გადახედვა მოხდა, კვირის ბოლომდე უკვე გავგზავნით წინადადებას მთავრობაზე განხილვისთვის. ყველაფერი თავიდან გადაანგარიშდა. ტარიფის გაორმაგება არ მოხდა, თუმცა მნიშვნელოვანი ზრდა არის“, - განაცხადა გაბუნიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები