მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

AMD-სა და Anthropic-ს შორის $5-მილიარდიანი შეთანხმება შედგა

amd

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანია AMD-მ ხელოვნური ინტელექტის მოდელების მწარმოებელ Anthropic-თან სტრატეგიული პარტნიორობა გააფორმა, რაც 2 გიგავატამდე სიმძლავრის AMD Instinct MI450 სერიის გრაფიკული პროცესორების მიწოდებას ითვალისწინებს.

არსებული ინფორმაციით, ინფრასტრუქტურის პირველი გიგავატის განთავსება 2027 წლის პირველ ნახევარში დაიწყება. ამასთან, AMD-მა აიღო ვალდებულება, რომ მომავალში Anthropic-ის კაპიტალში $5 მილიარდამდე მოცულობის სტრატეგიული ინვესტიცია ჩადოს.

რაც შეეხება ტექნოლოგიურ თანამშრომლობას, მხარეებმა მრავალწლიანი ინჟინერიული პარტნიორობა დაიწყეს, სადაც Claude-ის AI მოდელებს AMD-ის პროგრამული უზრუნველყოფის ოპტიმიზაციისთვის გამოიყენებენ. ინჟინრები Claude-ს AMD Instinct პროცესორების დატვირთვის ეფექტიანობის ასამაღლებლად და ROCm პლატფორმის განვითარების დაჩქარების მიზნითაც გამოიყენებენ. თავის მხრივ, AMD-ი Claude-ს საკუთარი ინჟინერიისა და პროდუქტების დეველოპმენტის გუნდებში აქტიურად დანერგავს.

ცნობისთვის, Anthropic-ი ხელოვნური ინტელექტის სექტორში მომუშავე წამყვანი ლაბორატორიაა, რომელიც AI მოდელ Claude-ს ავითარებს. AMD-ი კი გლობალურ ბაზარზე ნახევარგამტარებისა და მაღალეფექტიანი გამოთვლითი სისტემების მსხვილი მწარმოებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები