პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის მთავრობა ირანის “ახალ და უფრო გონიერ” რეჟიმთან სერიოზულ მოლაპარაკებებს აწარმოებს, რომელიც, წესით შედეგს მალე გამოიღებს.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ტრამპი პირობას დებს, რომ ამერიკა “სასიამოვნო სტუმრობას” დაასრულებს და ირანში ყველა სტრატეგიულ ობიექტს გაანადგურებს.
“ამერიკის შეერთებული შტატები აწარმოებს სერიოზულ მოლაპარაკებებს ირანის ახალ და უფრო გონიერ რეჟიმთან, რათა დასრულდეს ჩვენი სამხედრო ოპერაციები ამ ქვეყანაში. მიღწეულია დიდი პროგრესი, თუმცა, თუ რაიმე მიზეზით შეთანხმება მალე ვერ შედგა და თუ ჰორმუზის სრუტე დაუყოვნებლივ არ გაიხსნება ბიზნესისთვის, ჩვენ ირანში ჩვენს „სასიამოვნო სტუმრობას“ მათი ყველა ელექტროსადგურის, ნავთობის ჭაბურღილისა და კუნძულ ხარგის აფეთქებითა და სრული განადგურებით დავასრულებთ, რომლებსაც აქამდე განზრახ „არ შევხებივართ“.
ეს იქნება შურისძიება ჩვენი ჯარისკაცისა და იმ სხვა ადამიანების გამო, რომლებიც ირანმა ძველი რეჟიმის 47-წლიანი „ტერორის მეფობის“ დროს დახოცა და გამოასალმა სიცოცხლეს. გმადლობთ ყურადღებისთვის.” – წერს საკუთარ სოციალურ ქსელში პრეზიდენტი ტრამპი.




























