მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამერიკამ და სამხრეთ კორეამ სავაჭრო შეთანხმება გააფორმეს - რას მოიცავს გარიგება?

სამხრეთ კორეა
BM. GE
31.07.25 23:49
427

სამხრეთ კორეამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავაჭრო შეთანხმებაზე მუშაობა დაასრულეს. გარიგების თანახმად, უმეტესი სამხრეთ კორეული პროდუქციის იმპორტზე შტატებში 15%-იანი ტარიფი დაწესდება. შეთანხმებამდე ეს მაჩვენებელი 25%-ზე იყო დაფიქსირებული. თავის მხრივ, სამხრეთ კორეა ამერიკული პროექტების განხორციელებაში $350 მილიარდის ინვესტიციას ჩადებს. აქედან $150 მილიარდი გემთმშენებლობაზე გამოიყოფა. დანარჩენი $200 მილიარდი კი ნახევარგამტარების, ბიოტექნოლოგიისა და ბირთვული ენერგეტიკის მიმართულებით დაიხარჯება.

ორ ქვეყანას შორის გარიგება მხოლოდ ამერიკულ კომპანიებში ინვესტირებას არ მოიცავს. სამხრეთ კორეამ აიღო ვალდებულება, რომ მომდევნო 3,5 წლის განმავლობაში $100 მილიარდის ამერიკულ ენერგოპროდუქტებს შეიძენს.

აღსანიშნავია, რომ ხორცსა და ბრინჯზე დაწესებული ტარიფები ამერიკულმა მხარემ არ შეამცირა. ამით ქვეყანამ იაპონიასა და ევროკავშირთან გამოყენებული ტაქტიკა გაიმეორა და საკუთარი წარმოება კონკურენციის რისკებისგან დაიცვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები